ცესკოს პირველადი შედეგებით, მერის რიგგარეშე არჩევნებში,

ზესტაფონში, “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა გაიმარჯვა. გიორგი გოგლიჩიძემ ხმათა 50,57 პროცენტი მიიღო. სხვა კანდიდატების მონაცემები ასეთია: №5 ბაქარ ხიჯაკაძე 34,29%, №8 ანზორ ნებიერიძე 2,66%, №9 გიორგი წულაია 5,83%, №42 ვახტანგ რობაქიძე 5,17%. 

საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, ქეთევან ვაშაყმაძის თქმით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში წარიმართა. საკუთარი არჩევანი 25 857-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა. აღნიშნული მაჩვენებელი რეგისტრირებული ამომრჩევლის 47%-ია.

საოლქო საარჩევნო კომისიაში 6 საჩივარი შევიდა. თუმცა აცხადებენ, რომ საჩივრები შედეგებეზე გავლენას ვერ მოახდენს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *