პოლიტიკა
"ჩვენ ვდგავართ ოქროზე"-სალომე ზურაბიშვილმა წყალტუბოში რეგიონების პოტენციალზე ისაუბრა
"ეს ადგილი არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ ვდგავართ ოქროზე და არ ვიცით როგორ უნდა გამოვიყენოთ,"-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წყალტუბოში ვიზიტის დროს. ზურაბიშვილი ფორუმს- "რეგიონული ეკონომიკა - ძლიერი მუნიციპალიტეტები დეცენტრალიზაციის რეფორმის კონტექსტში დაესწრო და ქვეყნის რეგიონების პოტენციალზე ისაუბრა.

"საქართველოს რეგიონებში დევს ჩვენი მომავალი. რეგიონებშივე დევს ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის საკითხის გადაწყვეტა. ემიგრაციის პრობლემის გადაჭრაც რეგიონების განვითარებაზეა დამოკიდებული. ბევრად მეტი რესურსია რეგიონებში, ვიდრე დედაქალაქში. მაგალითად, პრომეთეს მღვიმე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილია. მართალია ტერიტორიები დავკარგეთ, მაგრამ ქვეყანა გაიზარდა. ვგულისხმობ, რომ ბევრად მეტი ტურისტული ადგილი შეიქმნა. თუ ადრე რამდენიმე დღე იყო საკმარისი, ახლა რამდენიმე კვირაა საჭირო ადგილების მოსანახულებლად,"-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

რაც შეეხება წყალტუბოს მუნიციპალიტეტს, საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ადგილზე გამაჯანსაღებელი ტურიზმი უნდა განვითარდეს, რადგან სამედიცინო და გამაჯანსაღებელი მიმართულება მსოფლიოში აღიარებულია. მისივე თქმით, მიზნის განხორციელებისათვის საჭიროა ისეთივე ბრენდინგი, როგორც ქართული ღვინის. 

სალომე ზურაბიშვილის აზრით, აუცილებელია რეგიონებში თვითმმართველობების გაძლიერება, რადგან მუნიციპალიტეტებმა თავიანთი საჭიროებების შესახებ სახელმწიფოს უნდა უთხრან.


FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის მერმა საფეხბურთო კლუბ
16:14 / 12.09.2019
ქუთაისის მერმა საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" ფანკლუბის წევრი, ლევან
ქუთაისის მერმა საფეხბურთო კლუბ
16:14 / 12.09.2019
ქუთაისის მერმა საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" ფანკლუბის წევრი, ლევან
ქუთაისის მერიამ საფეხბურთო კლუბ
13:52 / 12.09.2019
ქუთაისის მერიამ საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" პრეზიდენტის
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
«« სექტემბერი  »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
თბილისი 13 - 27 °C
img
ქუთაისი 15 - 22 °C
img
ბათუმი 18 - 22 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
აწსუ-ს სტუდენტი თამთა კაპანაძე Google-მ სტუდენტურ ლიდერებს შორის შეარჩია
სტუდენტი თამთა კაპანაძე Google-ს კონკურსის გამარჯვებულია.
11:29 / 11.09.2019
აეროპორტი და ქუთაისი
ქუთაისის საერთოაშორისო აეროპორტით ევროპა უფრო ხელშესახები გახდა.
14:35 / 06.09.2019
ვაკანსია

რადიოკომპანია „ძველი ქალაქი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე

00:00 / 29.08.2019
ბაღდათში, ხანისწყალზე ხიდის რეაბილიტაცია იგეგმება
მომავალ წელს ბაღდათის მუნიციპალიტეტს განახლებული ხიდი ექნება.
14:15 / 26.08.2019