საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ წყალტუბოში ვიზიტის

დროს თვითმმართველობების გაძლიერების აუცილებლობის შესახებ ისაუბრა. პრემიერის თქმით, წლების განმავლობაში ქვეყანაში არასწორმა პოლიტიკამ მახინჯი ეკონომიკა შექმნა. როგორც ბახტაძე ამბობს, რეგიონებს მათი პოტენციალის წარმოჩენის შესაძლებლობა არ მიეცათ. 

“ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანიო პროგრესის მიღწევა შევძელით. წელს მნიშვნელოვნადაა გაზრდილი ბიუჯეტი რეგიონულ დონეზე. არსებობს დეცენტრალიზაციის პროექტი, რომელიც სამი მიმართულებით უნდა განხორციელდეს. ეს არის თვითმმართველობების უფლებების ზრდა, ფინანსური გაძლიერება, გამჭვირვალობა,”-განაცხადა ბახტაძემ.

მამუკა ბახტაძე წყალტუბოში ფორუმზე დასასწრებად ჩავიდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *