პოლიტიკა
"ქუთაისი არა მხოლოდ ტურისტული, არამედ საინტერესო საინვესტიციო ლოკაცია უნდა გახდეს"
ქუთაისის მერის მოადგილემ ნინო თვალთვაძემ წყალტუბოში გამართულ ფორუმზე ქუთაისის პოტენციალის შესახებ ისაუბრა. როგორც მერის მოადგილე ამბობს, ქუთაისი არა მხოლოდ ტურისტული, არამედ საინტერესო საინვესტიციო ლოკაცია უნდა გახდეს.

"ქუთაისის განვითარების კუთხით წლის დასაწყისში ბევრი რამ განვახორციელეთ. განსაკუთრებით იმისათვის, რომ ქალაქი ინვესტორებისათვის საინტერესო გახდეს. მოგეხსენებათ, ჩვენ დავამტკიცეთ ეკონომიკური განვითარების გეგმა. გეგმის ერთ-ერთი ნაწილი იყო ინვესტორებისათვის მაქსიმალურად ინფორმაციის მიწოდება იმ შესაძლებლობების შესახებ, რაც ქალაქს გააჩნია. მოვამზადეთ ქალაქის საინვესტიციო კატალოგი, რომელიც მოიცავს შეთავაზებებს ინვესტორებისათვის. მაქსიმალურად გავავრცელეთ ეს შეთავაზებები. ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად გაგრძელდება. ჩვენი მთავარი მიზანია, ქუთაისი გახდეს არა მხოლოდ საინტერესო ტურისტული ლოკაცია, არამედ როგორც საინტერესო საინვესტიციო ლოკაცია. ამისთვის ქალაქს რამდენიმე პრიორიტეტული არგუმენტი გააჩნია. ქუთაისის დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი დიდი ქალაქია და შესაბამისად, ყველა ის სერვისი და მომსახურება, რომელიც განვითარდება ქუთაისში, შესაძლებლობას ქმნის მილიონამდე ადამიანს მოემსახუროს. თუ შევძლებთ, რომ გარკვეული სერვისები არა დედაქალაქში, არამედ ქუთაისში იყოს ხელმისაწვდომი, ეს მნიშვნელოვანი იქნება ქალაქისათვის. მეორე მნიშვნელოვანი პლიუსია ის, რომ ქალაქში ბევრი აუთვისებელი სივრცეა. საუბარი მაქვს ტერიტორიებსა და მის მაქსიმალურად გამოყენებაზე,"-განაცხადა ნინო თვალთვაძემ.

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის მერმა საფეხბურთო კლუბ
16:14 / 12.09.2019
ქუთაისის მერმა საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" ფანკლუბის წევრი, ლევან
ქუთაისის მერმა საფეხბურთო კლუბ
16:14 / 12.09.2019
ქუთაისის მერმა საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" ფანკლუბის წევრი, ლევან
ქუთაისის მერიამ საფეხბურთო კლუბ
13:52 / 12.09.2019
ქუთაისის მერიამ საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" პრეზიდენტის
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
«« სექტემბერი  »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
თბილისი 13 - 27 °C
img
ქუთაისი 15 - 22 °C
img
ბათუმი 18 - 22 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
აწსუ-ს სტუდენტი თამთა კაპანაძე Google-მ სტუდენტურ ლიდერებს შორის შეარჩია
სტუდენტი თამთა კაპანაძე Google-ს კონკურსის გამარჯვებულია.
11:29 / 11.09.2019
აეროპორტი და ქუთაისი
ქუთაისის საერთოაშორისო აეროპორტით ევროპა უფრო ხელშესახები გახდა.
14:35 / 06.09.2019
ვაკანსია

რადიოკომპანია „ძველი ქალაქი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე

00:00 / 29.08.2019
ბაღდათში, ხანისწყალზე ხიდის რეაბილიტაცია იგეგმება
მომავალ წელს ბაღდათის მუნიციპალიტეტს განახლებული ხიდი ექნება.
14:15 / 26.08.2019