ქუთაისის მერის მოადგილემ ნინო თვალთვაძემ წყალტუბოში გამართულ

ფორუმზე ქუთაისის პოტენციალის შესახებ ისაუბრა. როგორც მერის მოადგილე ამბობს, ქუთაისი არა მხოლოდ ტურისტული, არამედ საინტერესო საინვესტიციო ლოკაცია უნდა გახდეს.

“ქუთაისის განვითარების კუთხით წლის დასაწყისში ბევრი რამ განვახორციელეთ. განსაკუთრებით იმისათვის, რომ ქალაქი ინვესტორებისათვის საინტერესო გახდეს. მოგეხსენებათ, ჩვენ დავამტკიცეთ ეკონომიკური განვითარების გეგმა. გეგმის ერთ-ერთი ნაწილი იყო ინვესტორებისათვის მაქსიმალურად ინფორმაციის მიწოდება იმ შესაძლებლობების შესახებ, რაც ქალაქს გააჩნია. მოვამზადეთ ქალაქის საინვესტიციო კატალოგი, რომელიც მოიცავს შეთავაზებებს ინვესტორებისათვის. მაქსიმალურად გავავრცელეთ ეს შეთავაზებები. ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად გაგრძელდება. ჩვენი მთავარი მიზანია, ქუთაისი გახდეს არა მხოლოდ საინტერესო ტურისტული ლოკაცია, არამედ როგორც საინტერესო საინვესტიციო ლოკაცია. ამისთვის ქალაქს რამდენიმე პრიორიტეტული არგუმენტი გააჩნია. ქუთაისის დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი დიდი ქალაქია და შესაბამისად, ყველა ის სერვისი და მომსახურება, რომელიც განვითარდება ქუთაისში, შესაძლებლობას ქმნის მილიონამდე ადამიანს მოემსახუროს. თუ შევძლებთ, რომ გარკვეული სერვისები არა დედაქალაქში, არამედ ქუთაისში იყოს ხელმისაწვდომი, ეს მნიშვნელოვანი იქნება ქალაქისათვის. მეორე მნიშვნელოვანი პლიუსია ის, რომ ქალაქში ბევრი აუთვისებელი სივრცეა. საუბარი მაქვს ტერიტორიებსა და მის მაქსიმალურად გამოყენებაზე,”-განაცხადა ნინო თვალთვაძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *