პოლიტიკა
ბახტაძე: რაც შეეხება ნდობის საკითხს, ყველაზე გამჭვირვალეა არჩევნები
"ენდიაის" კვლევაზე კომენტარი მამუკა ბახტაძემ წყალტუბოში ვიზიტის დროს გააკეთა. პრემიერმა განაცხადა, რომ კვლევებზე უფრო მეტად გამჭვირვალე არჩევნები და მისი შედეგებია.

"მე არ მქონდა საშუალება გავცნობოდი კვლევას, მაგრამ მინდა დავაფიქსირო ის პოზიცია, რომელიც საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აქვს. როდესაც ვსაუბრობთ ხელისუფლების წარმატებაზე, საქართველოში ვერც ერთმა ხელისუფლება ვერ უნდა მისცეს თავს იმის უფლება, თქვას რომ ის არის ბოლომდე წარმატებული, სანამ ჩვენ ორი ყველაზე მტკივნეული პრობლემა გადაუჭრელი გვაქვს, ეს არის ოკუპაცია და სიღარიბე. აქედან გამომდინარე, როგორც რიგითი მოქალაქე, ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე, იმ შემთხვევაში მივცემ მსგავს შეფასებას, როდესაც ორივე გამოწვევა იქნება დაძლეული. რაც შეეხება, ზოგადად, ნდობის საკითხს და ვექტორს, რა ვექტორითაც ჩვენ ვავითარებთ საქართველოს, ამას არ სჭირდება მხოლოდ სოციალური კვლევები, ყველაზე კარგი და გამჭვირვალეა არჩევნები. მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ იყო და შედეგი ყველამ დავინახეთ,"-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
| Print |