პოლიტიკა
ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობის ადგილზე წითელ წიგნში შეტანილი ხეების მოჭრის ნებართვა გაიცა
ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის მშენებლობისათვის წითელ წიგნში შეტანილი ხეების მოჭრის ნებართვა გაიცა. საქართველოს მთავრობის განკარგულების მიხედვით, ა(ა)იპ ასოციაცია ატუს, ქუთაისში საუნივერსიტეტო კომპლექსის მშენებლობის განსახორციელებლად ეძლევა ნებართვა ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს, ანუ მოჭრას წითელ წიგნში შეტანილი 60 ძირი "იმერული მუხა" და ასევე წითელ წიგნში შეტანილი 49 ძირი "ძელქვა". 





ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ მსგავსი ნებართვის გაცემა ნებისმიერ ქვეყანაში მიღებული პრაქტიკაა. მათივე განმარტებით, ტერიტორიაზე მეტწილად გამხმარი ხეები მოიჭრება და მათ ნაცვლად ახალი ხეები დაირგვება.

"ბუნებრივია, რომ ასეთი მასშტაბური ტიპის პროექტების განხორციელება გარემოზე გარკვეულ გავლენას ახდენს - მათ შორის, ხეების გარემოდან ამოღების ნებართვის გაცემა, ნებისმიერ ქვეყანაში მიღებული პრაქტიკაა. მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობის ძირითადი ნაწილი ტყის ზონისგან დაშორებით მიმდინარეობს, პროექტის საჭიროებიდან გამომდინარე, ჩვენც დავდექით გარკვეული რაოდენობის, მეტწილად გამხმარი ხეების ამოღების აუცილებლობის წინაშე. ამასთან, საზოგადოებას კიდევ ერთხელ გვინდა შევახსენოთ, რომ გარდა კანონით გათვალისწინებული საკმაოდ მკაცრი საკომპენსაციო ღონისძიებებისა, პროექტის პირველივე დღიდან, თავად ინვესტორის ინიციატივა იყო ეკოსისტემის რეაბილიტაცია და ინტენსიური გამწვანება, რადგან სადერივაციო არხის გაჟონვა წლების მანძილზე იწვევდა ტყის მასიურ ხმობას. შესაბამისად, ამ საკითხზე ყალბი აჟიოტაჟი სრულიად მიუღებელია - ამ ტერიტორიაზე ათასობით ახალი ხე დაირგვება,"-ნათქვამია განცხადებაში.

60 000 სტუდენტზე გათვლილი საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა, რომელსაც ფონდი "ქართუ" აფინანსებს, 2016 წელს დაანონსდა.


FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის მერმა საფეხბურთო კლუბ
16:14 / 12.09.2019
ქუთაისის მერმა საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" ფანკლუბის წევრი, ლევან
ქუთაისის მერმა საფეხბურთო კლუბ
16:14 / 12.09.2019
ქუთაისის მერმა საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" ფანკლუბის წევრი, ლევან
ქუთაისის მერიამ საფეხბურთო კლუბ
13:52 / 12.09.2019
ქუთაისის მერიამ საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" პრეზიდენტის
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
«« სექტემბერი  »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
თბილისი 13 - 27 °C
img
ქუთაისი 15 - 22 °C
img
ბათუმი 18 - 22 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
აწსუ-ს სტუდენტი თამთა კაპანაძე Google-მ სტუდენტურ ლიდერებს შორის შეარჩია
სტუდენტი თამთა კაპანაძე Google-ს კონკურსის გამარჯვებულია.
11:29 / 11.09.2019
აეროპორტი და ქუთაისი
ქუთაისის საერთოაშორისო აეროპორტით ევროპა უფრო ხელშესახები გახდა.
14:35 / 06.09.2019
ვაკანსია

რადიოკომპანია „ძველი ქალაქი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე

00:00 / 29.08.2019
ბაღდათში, ხანისწყალზე ხიდის რეაბილიტაცია იგეგმება
მომავალ წელს ბაღდათის მუნიციპალიტეტს განახლებული ხიდი ექნება.
14:15 / 26.08.2019