პოლიტიკა
"გაუცემელი დახმარებები და დაუსაბუთებელი მივლინებები"-დადგება თუ არა ბაღდათის მერის იმპიჩმენტის საკითხი
ბაღდათის მუნიციპალიტეტში არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია "მშვიდობიანი საქართველოს" პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ირაკლი ჩიგოგიძემ ქუთაისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. ჩიგოგიძე ამბობს, რომ ბაღდათში მოსახლეობა მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობს და მერი ბიუჯეტიდან სოციალურ დახმარებებს თანხის არ ქონის მიზეზით არ გასცემს, ამავე დროს კი თავად სოლიდურ თანხებს მივლინებებში ხარჯავს.

"უამრავი ადგილობრივი მიმართავს მერიას დახმარების თხოვნით. საუბარია ფულად დახმარებებზე, მედიკამენტებზე, საშეშე მასალაზე. ისინი სტანდარტულ პასუხს იღებენ, რომ ბიუჯეტში საკმარისი თანხები არ არის. მეორე დღეს ვხედავთ, რომ მერი და მისი მოადგილეები სხვადასხვა ქვეყანაში მივლინებებით მოგზაურობენ. დიდი თანხები არაფრის მომტან და უსარგებლო მივლინებებში იხარჯება. ოთხ თვეში დაახლოებით 30 000 ლარზე მეტია დახარჯული,"-აცხადებს ჩიგოგიძე და აღნიშნავს, რომ მივლინებების შესახებ მერი ერთადერთ განმარტებას აკეთებს, რომ აღნიშნული მუნიციპალიტეტის პოპულარიზაციას ემსახურება.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის თქმით, გამორიცხული არ არის დღის წესრიგში ბაღდათის მერის იმპიჩმენტის საკითხი დადგეს. მისი განმარტებით, ბაღდათის მერიის აიპების საქმიანობაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

"აიპების საქმიანობაში სერიოზული დარღვევებია და არაერთხელ მივმართეთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და ანტიკორუფციულ სააგენტოს. ზოგიერთი საქმე დასრულებულია, თუმცა ჩვენ შედეგებმა არ დაგვაკმაყოფილა,"-განაცხადა ჩიგოგიძემ.

როგორც ორგანიზაციის წევრი ამბობს, ბაღდათის საკრებულოს მიმართავს, რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნას და მივლინებების საკითხზე მერის ანგარიშის წარდგენას მოითხოვს, რაზეც რეაგირება უკვე საკრებულომ უნდა მოახდინოს.

ბაღდათის მერიაში განაცხადეს, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და მსგავს აბსურდულ განცხადებაზე სხვა კომენტარს არ გააკეთებენ.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისში, მესხიშვილის ტეატრის წინ რუსეთის წინააღმდეგ
18:39 / 20.06.2019
ქუთაისში, მესხიშვილის ტეატრის წინ რუსეთის წინააღმდეგ
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი გენადი მარგველაშვილი სხელმწიფო
18:26 / 20.06.2019
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი გენადი მარგველაშვილი სხელმწიფო
15:51 / 20.06.2019
"პარლამენტი ოკუპირებულია", "თავისუფლებასთან წააგებთ"- საქართველოში რუსი
15:51 / 20.06.2019
"პარლამენტი ოკუპირებულია", "თავისუფლებასთან წააგებთ"- საქართველოში რუსი
საქართველოში რუსი დეპუტატების სტუმრობას ქუთაისში გააპროტესტებენ.
13:47 / 20.06.2019
საქართველოში რუსი დეპუტატების სტუმრობას ქუთაისში გააპროტესტებენ.
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
«« ივნისი  »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ამინდი
თბილისი 19 - 32 °C
img
ქუთაისი 20 - 34 °C
img
ბათუმი 22 - 26 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა
ქუთაისში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა.
08:26 / 18.06.2019
ქუთაისში ოლიმპიური სტანდარტების აუზის პროექტირებაზე ტენდერი კვლავ გამოცხადდება
ქუთაისში ოლიმპიური სტანდარტების აუზის მშენებლობის პროექტირებაზე
17:36 / 28.05.2019
ვარციხის სკოლის პედაგოგი პროექტის „მასწავლებელი – მეგზური ევროპისკენ“ გამარჯვებულია
ვარციხის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ნანა მარღანია პროექტის,
13:35 / 28.05.2019
"საქართველო არასოდეს შეეგუება რუსულ ოკუპაციას" - ქუთაისელი ოფიცრის გზავნილი აშშ-დან
ამერიკის შეერთებულ შტატებში, ფილადელფიის მერიისა და აშშ-ში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით,
15:48 / 05.06.2019