წყალტუბოს მაჟორიტარმა დეპუტატმა, ცოტნე ზურაბიანმა მუნიციპალიტეტის

განვითარების პერსპექტივაზე კომენტარი ჟურნალისტებთან გააკეთა. როგორც ზურაბიანი ამბობს, წყალტუბოს ბალნეოთერაპიითა და სამკურნალო წყლებით ინვესტორების დაინტერესებაა საჭირო.

“საინვესტიციო პროექტების გაძლიერება, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობაა საჭირო, რათა ადგილზე თვითმმართველობას, მეტი ავტონომიურობის ფარგლებში, შეეძლოს მიიღოს გადაწყვეტილებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ეფექტიანი პოლიტიკის წარმოებას. ბიზნესის დაინტერესება წყალტუბოში არსებული შესაძლებლობებით აუცილებელია და ამისთვის მთავრობის მხრიდან მაქსიმალური ხელშეწყობა გვაქვს, მნიშვნელოვან ნაბიჯებს ვდგამთ,”-განაცხადა ზურაბიანმა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ წყალტუბოში ფორუმი გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ მინისტრი ესწრებოდნენ. ფორუმზე დეცენტრალიზაციის აუცილებლობა და მუნიციპალიტეტების პოტენციალი განიხილეს.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *