პოლიტიკა
გაფიცულ მაღაროელებსა და "ჯორჯიან მანგანეზს" შორის შეთანხმება მიღწეულია
ჭიათურაში გაფიცულ მუშებსა და "ჯორჯიან მანგანეზს" შორის შეთანხმება მიღწეულია.

კომპანიის ინფორმაციით, "ჯორჯიან მანგანეზი" უზრუნველყოფს თანამშრომელთა ხელფასების გაზრდას ორ ეტაპად, ჯამურად არანაკლებ 35%-ით, კერძოდ არაუგვიანეს 2019 წლის 01 ივლისისა მოხდება ხელფასის მატება 25%-ით, ხოლო ერთი წლის შემდგომ არაუგვიანეს 2020 წლის 01 ივლისისა მოხდება შემდგომი 10%-იანი მატება, ხელფასის დღეს არსებულ საბაზისო მაჩვენებელზე.

ასევე, "ჯორჯიან მანგანეზი" გააუმჯობესებს და განავითარებს შრომის, უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებულ ეფექტურ და პრევენციულ ღონისძიებებს.

კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ შეთანხმების შემდეგ "ჯორჯიან მანგანეზი" დანერგავს კვების ინდივიდუალურად, თითოეული თანამშრომლისათვის დაფინანსების მოდელს, რაც გულისხმობს კვების თვითორგანიზებასა და თითოეული თანამშრომლისათვის თავისუფალი კვების რაციონის - თავისუფალი არჩევანის კომპანიის მხრიდან ფინანსურ მხარდაჭერას.

გარდა ამისა, "ჯორჯიან მანგანეზი" აანაზღაურებს საგაფიცვო პერიოდს; "ჯორჯიან მანგანეზი" განაგრძობს საწარმოო ინფრასტრუქტურის განახლებასა და მოდერნიზებას; გაფიცვაში მონაწილე მოშიმშილე პირების გამოჯანმრთელების პერიოდს "ჯორჯიან მანგანეზი" განიხილავს ანაზღაურებად დროებით შრომისუუნარობად და უზრუნველყოფს მათ მხარდაჭერას.

ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვა რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. მაღაროში დასაქმებულებს მოქალაქეებიც შეუერთდნენ. 


FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
16:15 / 19.07.2019
"ვცდილობთ, დაჩქარებული ვადებით დასრულდეს სამუშაოები,"- განაცხადა
ქუთაისი- სამტრედიის საავტომობილო გზაზე მიკროავტობუსი ამობრუნდა.
14:25 / 19.07.2019
ქუთაისი- სამტრედიის საავტომობილო გზაზე მიკროავტობუსი ამობრუნდა.
ქუთაისის გენდერული თანასწორობის საბჭომ ერთი ახალი წევრი
მიიღო.
12:58 / 19.07.2019

ქუთაისის გენდერული თანასწორობის საბჭომ ერთი ახალი წევრი მიიღო.

ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
«« ივლისი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ამინდი
თბილისი 23 - 33 °C
img
ქუთაისი 21 - 29 °C
img
ბათუმი 21 - 25 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
"მიმდინარეობს მოლაპარაკებები და 7-8 ახალი ფეხბურთელი მოგვყავს" - ზაალ ჩაჩავა
ქუთაისის "ტორპედოს" შემადგენლობისთვის სახელფასო დავალიანების ნაწილის დარიცხვა მიმდინარეობს.
18:18 / 27.06.2019
"ყველა ერთუჯრედიანია და უპატრონო დგას რუსთაველის გამზრზე" - სამტრედიის სოფლ მელაურის რწმუნებული
ყველა ერთუჯრედიანია და უპატრონო დგას რუსთაველის გამზირზე" - ეს სიტყვები სამტრედიის
19:30 / 25.06.2019
რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტზე არქიტექტორი გივი გოგრიჭიანი იმუშავებს
ქუთაისში რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტზე არქიტექტორი გივი გოგრიჭიანი იმუშავებს.
15:18 / 29.06.2019