პოლიტიკა
იტალიის ციხეში ქართველ ემიგრანტზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის შეწყვეტას მისი უფლებადამცველები ითხოვენ
იტალიის ციხეში ქართველი ემიგრანტს სცემეს, აწამეს, დაასახიჩრეს და გაუპატიურებით ემუქრებიან. განცხადება დაკავებულის უფლებადამცველებმა გააკეთეს. მათივე თქმით, 32 წლის ანტონ ჭელიძე ფლორენციაში, 2018 წლის ნოემბრის თვეში დააკავეს, რა დროსაც პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებას ჰქონდა ადგილი. როგორც ჭელიძის უფლებადამცველები ამბობენ, იმის გამო, რომ მან დანაშაული არ აღიარა, ჯერ ფიზიკურად იძალადეს, შემდეგ კი ციხეში სქესობრივი უმცირესობის წარმომადგენელთან ერთად მოათავსეს.

"ძალიან სამწუხაროა, რომ მსგავსი მეთოდებით ცდილობენ ადამიანების ღირსების შელახვას. რამდენიმე თვეა, ანტონ ჭელიძე სიცოცხლისათვის იბრძვის, თუმცა, აქ საუბარი მისი ღირსების გადარჩენაზეა. ის სასჯელს მოიხდის, მაგრამ უნდა შეწყდეს მსგავსი ტიპის მოპყრობა,"-განაცახადა ადვოკატმა, ლედი ტუკვაძემ.

"ემიგრაციის საერთაშორისო ცენტის" იურისტი, მარიამ ლევიძე ამბობს, რომ ფიზიკური შეურაცხყოფის პარალელურად, იტალიის ციხეებში პატიმრები არასათანადო პირობებში არიან და დაუცველია ჰიგიენური ნორმები. მისივე თქმით, ციხეებში მაღალია სუიციდის მაჩვენებელი.

უფლებადამცველები შესაბამის ორგანოებს მოუწოდებენ, დაინტერესდნენ საქართველოს მოქალაქის მდგომარეობით და შეწყდეს მისი წამება.


| Print |