ქუთაისის საჯარო სკოლებში შოთა რუსთაველის კაბინეტები მოეწყობა.

ამის შესახებ ქუთაისის საკრებულოს ავტოქარხნის მაჟორიტარმა დეპუტატმა, მერაბ კვიცარიძემ გაწეული საქმიანობის ერთწლიანი ანგარიშის წარდგენის დროს განაცხადა. მისივე თქმით, პროცესი უკვე დაწყებულია.

“9 თვეა, რუსთაველის საზოგადოების ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე. ავტოქარხნის მაჟორიტარულ ოლქში ჩემი დაფინანსებით რუსთაველის ბიუსტი გაკეთდა. გადავწყვიტეთ, რომ ყველა სკოლაში გაიხსნას რუსთაველის კაბინეტები. ყველა სკოლაში იქნება ოთახი, რომელზეც იქნება წარწერა, რომ შოთა რუსთაველის სახელობის კაბინეტია. ძირითადად ეს იქნება ქართულის კაბინეტები, სადაც მოეწყობა ღონისძიებები და პერფორმანსები. ეს იქნება პირველი ნაბიჯი იმისაკენ, რომ ადამიანები მივიდნენ “ვეფხისტყაოსანთან,”-განაცხადა მერაბ კვიცარიძემ.

ერთწლიან ანგარიშში ავტოქარხნის მაჟორიტარმა დეპუტატმა განხორციელებულ სოციალურ, საგანმანათლებლო, სამედიცინო პროექტებსა და ქველმოქმედებაზე ისაუბრა. მერაბ კვიცარიძემ მობილური კლინიკის მოწყობა და უფასო გამოკვლევების ჩატარებაც დააანონსა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *