ქუთაისში მოქმედი მედიასაშუალებების წარმომადგენლები საგანგებო განცხადებას ავრცელებენ.

ჟურნალისტები ქუთაისის  საკრებულოს წევრის, ნანა კოსტავას მიერ  სიძულვილის შემცველ განცხადებებს გმობენ და საკრებულოს შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

,,ჩვენთვის სიძულვილის ენით საუბარი დაუშვებელი და კატეგორიულად მიუღებელია. შესაბამისად, ქუთაისში მოქმედი მედიასაშუალებების წარმომადგენლები ვგმობთ ,,ფრაქცია ქართული ოცნება -კონსერვატორების“ თავმჯდმარის ნანა კოსტავას მიერ არაერთგზის გაკეთებული დისკრიმინაციულ, სიძულვილის ენით მოტივირებულ და ჰომოფობიურ განცხადებებს. მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება და დეპუტატს ბოიკოტს ვუცხადებთ. ნანა კოსტავას აღარ მიეცემა საშუალება გამოიყენოს ქუთაისში არსებული საინფორმაციო პლათფორმა. მოვუწოდებთ საკრებულოს შესაბამისი რეაგირებისკენ“ – ნათქვამია მედიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ქუთაისის საკრებულოს წევრმა ნანა კოსტავამ სოციალური ქსელის მეშვეობით სიძულვილის შემცველი ტექსტი გაავრცელა, რამაც საზოგადოების პროტესტი გამოიწვია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *