ნანა კოსტავას ქუთაისის საკრებულოსთან არსებული გენდერული

თანასწორობის საბჭო დაატოვებინეს. გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა დღეს გამართულ სხდომაზე მიიღეს.

“ვემიჯნებით ნანა კოსტავას განცხადებას. არ შეიძლება მსგავს ტრაგედიაზე ნიშნის მოგებით ლაპარაკი,”-განაცხადეს საბჭოს წევრებმა.

“დღეს საზოგადოება ჩვენგან ელოდება ქმედით გადაწყვეტილებას. შესაბამისად, ამ დიდ ტრაგედიაზე გაკეთებულ განცხადებას, რომელიც ამ დღეების განმავლობაში მოხდა, უნდა ჰქონდეს ადეკვატური პასუხი. პოლიტიკური მანიპულირება აქ მიუღებელია,”-განაცხადა გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი შენგელიამ.

“ქართული ოცნებიდან” ქუთაისის საკრებულოს წევრმა, ნანა კოსტავამ “ფეისბუკზე” სოციალური მედიის მენეჯერის, სალომე ბარკერის ვიდეო გააზიარა წარწერით: “კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!”. ანალოგიური სიძულვილის შემცველი პოსტი ,,ოცნების” დეპუტატმა მაია ასათიანის შვილის გარდაცვალების შემდეგაც გამოაქვეყნა: “ვინც ზნეობის სადარაჯოზე არ დგას, უფალი ყოველთვის მოუვლენს განსაცდელს გამოსაფხიზლებლად,”- წერდა კოსტავა 2017 წლის 23 თებერვალს, ტელეწამყვანის შვილის გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *