პოლიტიკა
ენმ-ი ნანა კოსტავას საკრებულოდან გაშვებას ითხოვს
ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ქუთაისის საკრებულოს გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც ნანა კოსტავას ფრაქციის "ქართული ოცნება-კონსერვატორების" თავმჯდომარის თანამდებობა დაატოვებინეს. "ნაციონალური ნოძრაობის" დეპუტატი, გიგა შუშანია ამბობს, რომ ნანა კოსტავას არა მხოლოდ თავმჯდომარის პოსტი, არამედ საკრებულოც უნდა დაეტოვებინა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრები "ფეისბუკში" კოსტავას მიერ გაკეთებულ განცადებას გმობენ და საკრებულოს თავმჯდომარეს, ნიკოლოზ ლატარიას საკრებულოს რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნას სთხოვენ.

"მოვითხოვთ რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნას, სადაც აღნიშნული პოსტი განიხილება. ნანა კოსტავა ფრაქციის წევრად დარჩა და ის კვლავ გააგრძელევს მისი პოზიციის დაფიქსირებას, რაც დაუშვებელია. ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანა,"-განაცხადა გიგა შუშანიამ. 



"არა სიძულვილის ენას", "ნანა კოსტავა ქართული ოცნების სახე","ნანა კოსტავა ქალაქი სირცხვილი"-ამ მოწოდებებით მოგვიანებით ქუთაისის მერიის წინ აქცია გაიმართა. "ერთიანი ნაციონალური მიძრაობის" ახალგაზრდული ფრთის წევრებმა კოსტავას განცახდებები დაგმეს და მისი საკრებულოდან გაშვება მოითხოვეს.

"სიძულვილის ენით საუბარი ნებისმიერი ადამიანისაგან მიუღებელია, განსაკუთრებით კი საჯარო მოხელისაგან. დარწმუნებული ვარ, საკრებულოში არიან დეპუტატები, რომლებიც ამ სიტუაციას ემიჯნებიან. მოვუწოდებ მათ, დაითხოვონ კოსტავა საკრებულოდან,"-განაცხადა პარტიის ახალგაზრდული ფრთის წევრმა ანდრო მაღლაკელიძემ.

"ქართული ოცნებიდან" ქუთაისის საკრებულოს წევრმა, ნანა კოსტავამ "ფეისბუკზე" სოციალური მედიის მენეჯერის, სალომე ბარკერის ვიდეო გააზიარა წარწერით: "კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!". ანალოგიური სიძულვილის შემცველი პოსტი ,,ოცნების" დეპუტატმა მაია ასათიანის შვილის გარდაცვალების შემდეგაც გამოაქვეყნა: "ვინც ზნეობის სადარაჯოზე არ დგას, უფალი ყოველთვის მოუვლენს განსაცდელს გამოსაფხიზლებლად,"- წერდა კოსტავა 2017 წლის 23 თებერვალს, ტელეწამყვანის შვილის გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის გენდერული თანასწორობის საბჭომ ერთი ახალი წევრი
მიიღო.
12:58 / 19.07.2019

ქუთაისის გენდერული თანასწორობის საბჭომ ერთი ახალი წევრი მიიღო.

იმერეთის გუბერნატორად ზვიად შალამბერიძე დაინიშნა.
21:50 / 18.07.2019
იმერეთის გუბერნატორად ზვიად შალამბერიძე დაინიშნა.
16:51 / 16.07.2019
"თავისუფალი საქართველოს" წევრის გოგი წულაიას ბრალდებებს,
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
«« ივლისი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ამინდი
თბილისი 20 - 34 °C
img
ქუთაისი 21 - 28 °C
img
ბათუმი 21 - 26 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
"მიმდინარეობს მოლაპარაკებები და 7-8 ახალი ფეხბურთელი მოგვყავს" - ზაალ ჩაჩავა
ქუთაისის "ტორპედოს" შემადგენლობისთვის სახელფასო დავალიანების ნაწილის დარიცხვა მიმდინარეობს.
18:18 / 27.06.2019
"ყველა ერთუჯრედიანია და უპატრონო დგას რუსთაველის გამზრზე" - სამტრედიის სოფლ მელაურის რწმუნებული
ყველა ერთუჯრედიანია და უპატრონო დგას რუსთაველის გამზირზე" - ეს სიტყვები სამტრედიის
19:30 / 25.06.2019
რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტზე არქიტექტორი გივი გოგრიჭიანი იმუშავებს
ქუთაისში რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტზე არქიტექტორი გივი გოგრიჭიანი იმუშავებს.
15:18 / 29.06.2019