Google Chrome-ში სტრიმის მოსმენა შეზღუდულია.   გთხოვთ გამოიყენოთ სხვა ბროუზერი

პოლიტიკა
"მასთან ერთად აღარ გავაგრძელებ მუშაობას"-შესაძლოა, საკრებულოს ფრაქცია ნიკა ლატარიამ დატოვოს
ნანა კოსტავას დღევანდელ გადაწყვეტილებაზე, რომ მან საკრებულოს დატოვება გადაიფიქრა, კომენტარი საკრებულოს თავმჯდომარემ გააკეთა. ნიკა ლატარია განმარტავს, რომ საკრებულოს დეპუტატის გასაშვებად მეტი ბერკეტი არ აქვს და გადაწყვეტილება თავად კოსტავამ უნდა მიიღოს. რაც შეეხება ლატარიას მიერ გასულ დღეებში გაკეთებულ განცხადებას, რომ ის არ აპირებს კოსტავასთან ერთად მუშაობას, საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, რომ ფრაქცია შესაძლოა თავად დატოვოს.

"საკრებულოს არა გვაქვს არანაირი ბერკეტი, რომ დეპუტატს ვაიძულოთ დატოვოს საკრებულო. მან საკრებულოში დატოვა თანამდებობა. მე კვლავ ვიმეორებ ჩემს სიტყვებს, რომ მასთან ერთად მუშაობას არ ვაპირებ. ჩვენ ფრაქციაში ერთად ვართ, თუმცა, ვფიქრობ, რომ მასთან ერთად აღარ გავაგრძელებ მუშაობას. დანარჩენი თავად მას უნდა ჰკითხოთ. მე ნამდვილად არ მაქვს ინფორმაცია, რას გადაწყვეტს თავად ქალბატონი ნანა. შევიკრიბებით და ერთად გადავწყვეტთ, ვინ დატოვებს ფრაქციას,"-განაცხადა ნიკა ლატარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

როგორც საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, ნანა კოსტავას გაწვევის უფლება მხოლოდ მოსახლეობას აქვს.

შეგახსენებთ, ნანა კოსტავამ "ფეისბუკის" გვერდზე ტრაგიკულად დაღუპული გოგონას დის, სალომე ბარკერის ვიდეო გააზიარა წარწერით: "კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!" მის მიერ გამოქვეყნებული არაეთიკური პოსტის გამო რამდენიმე საპროტესტო აქცია გაიმართა და კოსტავას ფრაქცია "ქართული ოცნება-კონსერვატორების" თავმჯდომარის პოსტი დაატოვებინეს. კოსტავა გენდერული საბჭოდანაც გაუშვეს.


FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ბონდო სოფრომაძე თერჯოლის  მერი აღარ იქნება. როგორც რადიო
,,ძველ ქალაქს
17:25 / 01.04.2020
ბონდო სოფრომაძე თერჯოლის  მერი აღარ იქნება. როგორც რადიო ,,ძველ ქალაქს" იმერეთის
ქუთაისში ,,ნაციონალური მოძრაობის
14:07 / 29.03.2020
ქუთაისში ,,ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგნლები პირბადეებს და სადეზინფექციო საშუალებებს
ქუთაისის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით,
11:59 / 25.03.2020
ქუთაისის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით,
ქუთაისის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით,
11:59 / 25.03.2020
ქუთაისის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით,
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღორეშის
16:57 / 19.03.2020
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღორეშის
PLAYLIST HISTORY
Aliexpress WW
«« აპრილი  »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ამინდი
თბილისი 4 - 13 °C
img
ქუთაისი 6 - 12 °C
img
ბათუმი 8 - 12 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში დაკარგული ტურისტის ცხედარი მაშველებმა იპოვეს
17 დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების
21:55 / 27.03.2020
,,უარს ვამბობ სამსახურეობრივი ავტომობილით სარგებლობაზე" - ირაკლი შენგელია
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია
15:04 / 18.03.2020
სალომეს გზა მალტადან წყალტუბოს საკარანტინო ზონამდე
სალომე ნაცვლიშვილი ერთ-ერთია იმათგან ვინც საქართველოში ახლახანს დაბრუნდა და კორონავირუსის პრევენციის მიზნით
19:45 / 21.03.2020
ქუთაისში მძღოლის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია
ქუთაისში, რეზო თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ავტოსამრეცხაოსთან, საქალაქო ტრანსპორტის
21:57 / 21.03.2020