ზესტაფონის ცენტრალური მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე მერია

ტენდერს თავიდან გამოაცხადებს. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას “ნიკარემსტროი”-ს სამუშაოები აპრილის თვეში უნდა დაესრულებინა.

“სატენდერო ვადებში კომპანიამ ვერ უზრუნველყო სამუშაოების დასრულება, რის გამოც ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიამ კომპანიას ხელშეკრულება გაუწყვიტა. ინფრასტრუქტურის სამსახურმა, მოედნის სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში, შესრულებული სამუშაოები აღნუსხა, რომელიც კომპანია “ნიკარემსტროიმ” განახორციელა, როგორც ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ,”-აცხადებენ ზესტაფონის მერიაში.

რეაბილიტაციის შემდეგ, ტერიტორიაზე განთავსდება შადრევანი, სხვადასხვა სკულპტურა. იგეგმება ადგილის გამწვანებაც. ასევე, ადგილზე მოეწყობა განათება, მოსასვენებელი ადგილები და საპარკინგე სივრცე. გარემო შშმ პირებზე ადაპტირებული იქნება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *