პოლიტიკა
დეპუტატების არაერთგვაროვანი პოზიცია- საკრებულომ და სამოქალაქო აქტივისტებმა ნანა კოსტავას საკითხზე იმსჯელეს 
საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა ნანა კოსტავას საკითხზე იმსჯელეს. კოსტავას წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეები საკრებულოს უმრავლესობის 14 დეპუტატს შეხვდნენ.

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა თითოეული დეპუტატისაგან კოსტავას მიერ გაკეთებული განცხადების შეფასება მოითხოვეს და საკრებულოს წევრებს მოუწოდეს დაეფიქსირებინათ, უჭერენ თუ არა მხარს ნანა კოსტავას საკრებულოდან წასვლას.

"საჯარო მოხელისაგან მიუღებელია სიძულვილის ენის გამოყენება და ნიშნის მოგებით საუბარი. მოგიწოდებთ, რომ თუ ნანა კოსტავა ერთ დღეში არ დატოვებს საკრებულოს, გამოუცხადოთ ბოიკოტი. წინააღმდეგ შემთხვევაში საპროტესტო აქციებს გავაგრძელებთ,"-აცხადებენ სამოქალაქო აქტივისტები.

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ ნიკოლოზ ლატარიამ განაცხადა, რომ საკრებულომ ყველა ბერკეტი გამოიყენა და კოსტავას ფრაქციის თავმჯდომარის პოსტი დაატოვებინეს.

"გუნდის სახელით გავაკეთე განცხადება, რომ ვემიჯნებით ნანა კოსტავას. კოსტავამ დატოვა ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობა და გენდერული საბჭო. სხვა ბერკეტი არ გვაქვს. ნანა კოსტავამ უნდა გადაწყვიტოს, დატოვებს თუ არა საკრებულოს,"-განაცხადა ნიკა ლატარიამ.

უმრავლესობის დეპუტატი ოთარ ლორთქიფანიძე ამბობს, რომ ის ნანა კოსტავას განცხადებას ემიჯნება, თუმცა მას საკრებულოდან წასვლას ვერ დააძალებს.

"ნიკა ლატარიამ განცხადება გუნდის სახელით გააკეთა. ეს პოზიცია შეჯერებული იყო. პირადად მეც ვემიჯნები კოსტავას განცხადებას. მე მას ვერ დავაძალებ საკრებულოდან წასვლას. შესაძლოა, ეს ზეწოლად ჩაითვალოს,"-განაცხადა ოთარ ლორთქიფანიძემ.

საკრებულოს უმრავლესობის წევრი ალეკო ახალაძე აცხადებს, რომ სამოქალაქო აქტივისტები ნანა კოსტავას დაბულინგებას ცდილობენ.

შეხვედრის შემდეგ სამოქალაქო აქტივისტებმა განაცხადეს, რომ მათ ერთგვაროვანი პასუხი ვერ მიიღეს და როგორც ჩანს, ნანა კოსტავას საკრებულოში მხარდამჭერები აღმოაჩნდა.

ფოტო: რადიო "ძველი ქალაქი"
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის მერმა საფეხბურთო კლუბ
16:14 / 12.09.2019
ქუთაისის მერმა საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" ფანკლუბის წევრი, ლევან
ქუთაისის მერმა საფეხბურთო კლუბ
16:14 / 12.09.2019
ქუთაისის მერმა საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" ფანკლუბის წევრი, ლევან
ქუთაისის მერიამ საფეხბურთო კლუბ
13:52 / 12.09.2019
ქუთაისის მერიამ საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" პრეზიდენტის
ქუთაისის მერიამ საფეხბურთო კლუბ
13:52 / 12.09.2019
ქუთაისის მერიამ საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" პრეზიდენტის
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
«« სექტემბერი  »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
თბილისი 13 - 24 °C
img
ქუთაისი 14 - 24 °C
img
ბათუმი 18 - 22 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
აწსუ-ს სტუდენტი თამთა კაპანაძე Google-მ სტუდენტურ ლიდერებს შორის შეარჩია
სტუდენტი თამთა კაპანაძე Google-ს კონკურსის გამარჯვებულია.
11:29 / 11.09.2019
აეროპორტი და ქუთაისი
ქუთაისის საერთოაშორისო აეროპორტით ევროპა უფრო ხელშესახები გახდა.
14:35 / 06.09.2019
ვაკანსია

რადიოკომპანია „ძველი ქალაქი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე

00:00 / 29.08.2019
ბაღდათში, ხანისწყალზე ხიდის რეაბილიტაცია იგეგმება
მომავალ წელს ბაღდათის მუნიციპალიტეტს განახლებული ხიდი ექნება.
14:15 / 26.08.2019