“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები ითხოვენ,

რომ საკრებულო ნანა კოსტავასთან ერთად ალეკო ახალაძემაც დატოვოს, რომელმაც კოსტავას მხარი დაუჭირა.

“გუშინდელი განცხადების შემდეგ გაირკვა, რომ ნანა კოსტავას მხარს უმრავლესობის დეპუტატი ალეკო ახალაძე უჭერს. ალეკო ახალაძეც უნდა წავიდეს. წინაღმდეგ შემთხვევაში გავმართავთ აქციებს და ვითანამშრომლებთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან,”-განაცხადეს პარტიის ახალგაზრდული ფრთის წევრებმა.

“ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელი ლაშა ბაღიშვილი ამბობს, რომ კულუარული ინფორმაციით, კოსტავას საკრებულოში დარჩენა ქალაქის მერმა ურჩია.

“ნანა კოსტავამ განაცხადა, რომ ის დატოვებდა საკრებულოს, თუმცა მოგვიანებით გადაიფიქრა და თქვა, რომ ამომრჩეველმა ურჩია არ წასულიყო. ეს არ შეესაბამება რეალობას. ჩვენი ინფორმაციით, ნანა კოსტავას დარჩენა პირადად ქალაქის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ურჩია. გასულ შაბათ-კვირას ის კოსტავასთან სახლში იმყოფებოდა,”-ამბობს ბაღიშვილი.

შეგახსენებთ, ნანა კოსტავამ “ფეისბუკის” გვერდზე ტრაგიკულად დაღუპული გოგონას დის, სალომე ბარკერის ვიდეო გააზიარა წარწერით: “კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!” მის მიერ გამოქვეყნებული არაეთიკური პოსტის გამო რამდენიმე საპროტესტო აქცია გაიმართა და კოსტავას ფრაქცია “ქართული ოცნება-კონსერვატორების” თავმჯდომარის პოსტი დაატოვებინეს. კოსტავა გენდერული საბჭოდანაც გაუშვეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *