სამოქალაქო აქტივისტებმა ქუთაისში პლაკატები

წარწერით “ნანა წადი” გააკრეს. ისინი საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატს ნანა კოსტავას დეპუტატის მანდატის დატოვებისაკენ მოუწოდებენ და აცხადებენ, რომ კოსტავამ მის განცხადებებზე პასუხი უნდა აგოს.

“ნანა კოსტავამ უნდა გაიაზროს პასუხისმგებლობა, რომელიც საჯარო სამსახურში მომუშავე პირს აკისრია. მან, როგორც პოლიტიკოსმა, უნდა აგოს პოლიტიკური პასუხი. არ დავუშვებთ, სიძულვილის ენით გვესაუბროს საჯარო პირი. სამწუხაროა, რომ ამ დრომდე ვერ იაზრებს მისი განცხადების შინაარსის სიმწვავეს, მისივე სტატუსიდან გამომდინარე,”-განმარტავენ აქტივისტები.

პლაკატებზე საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ კანონის მე-11 მუხლია დატანილი. 

როგორც აქციების ორგანიზატორები ამბობენ, საპროტესტო გამოსვლები და კოსტავას, როგორც საკრებულოს წევრის მიმართ დისკომფორტის შექმნა მანამდე გაგრძელდება, სანამ საკრებულოს არ დატოვებს.

შეგახსენებთ, ნანა კოსტავამ “ფეისბუკის” გვერდზე ტრაგიკულად დაღუპული გოგონას დის, სალომე ბარკერის ვიდეო გააზიარა წარწერით: “კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!” მის მიერ გამოქვეყნებული არაეთიკური პოსტის გამო რამდენიმე საპროტესტო აქცია გაიმართა და კოსტავას ფრაქცია “ქართული ოცნება-კონსერვატორების” თავმჯდომარის პოსტი დაატოვებინეს. კოსტავა გენდერული საბჭოდანაც გაუშვეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *