პოლიტიკა
"არ გამოვრიცხავ, რომ თუ გაგრილების სისტემის მოთხოვნით გამოვაცხადებთ აუქციონს, ქალაქი ავტობუსების გარეშე დარჩეს"
ქუთაისში საქალაქ​ო ტრანსპორტს ხელშეკრულების ვადა 2019-2020 წლებში გასდის. როგორც ქუთაისის მერიაში ამბობენ, ძირითადი აქცენტი მუნიციპალური ტრანსპორტის შემოყვანაზე კეთდება. თუ იდეის განხორციელება აღნიშნულ ვადებში მოესწრო, მერია ხელშეკრულებებს კერძო კომპანიებთან არ გააფორმებს. მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი, გიორგი გიორგობიანი ამბობს, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდთან და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან კონსულტაციები მიმდინარეობს.

"მიმდინარეობს მოლაპარაკება და პროექტის მომზადება თუ რამდენი ავტობუსია საჭირო და ასევე არაა გამორიცხული, რომ მათი სვლა-გეზების შეიცვალოს. დღეის მდგომარეობით, ვერ გეტყვით რა და როგორ ინება, რადგან კონსულტაციებს გავდივართ,"-განაცხადა გიორგობიანმა.

იმ შემთხვევაში თუ მუნიციპალური ავტობუსების შესყიდვა ვერ მოხერხდა და კერძო კომპანიებს ხელშეკრულების ვადა ამოეწურათ, მერია დროებით ხელშეკრულებებს გააფორმებს. 

რაც შეეხება საქალაქ​ო ტრანსპორტის ამჟამინდელ მდგომარეობას, რომ მგზავრებს გადაადგილება გაუსაძლის სიცხეში უწევთ, გიორგობიანი ამბობს, რომ მერიას დათმობაზე წასვლა უწევს და პრობლემის სრულად მოგვარება მუნიციპალური ტრანსპორტის შემოყვანით ინება შესაძლებელი. 

"არსებულ ხელშეკრულებებში არის პრობლემა, რომ ავტობუსებს სავარაუდოდ არ აქვს გაგრილების სიტემის აღჭურვილობა. გვიწევს დათმობაზე წასვლა, რადგან დღეის მდგომარეობით ალტერნატივა არ გვაქვს და ქალაქში სხვა ავტობუსი არ იძებნება. არ გამოვრიცხავ, რომ თუ გაგრილების სისტემის მოთხოვნით გამოვაცხადებთ აუქციონს, ქალაქი ავტობუსების გარეშე დარჩეს. ძირითადად ორიენტირებული მუნიციპალური ტრანსპორტის შექმნაზე ვართ. თუ მუნიციპალური ტრანსპორტი შევქმენით, პრობლემა 100%-ით მოგვარდება, თუ აუქციონის თავიდან გამოცხადება მოგვიწევს მაშინ ვეცდებით მივუთითებთ, რომ ტრანსპორტი გაგრილების სისტემით იყოს უზრუნველყოფილი,"-ამბობს გიორგობიანი.

მერია როგორც დიზელზე მომუშავე, ასევე ელექტრო ავტობუსების შემოყვანის იდეას განიხილავს. გიროგობიანი ამბობს, რომ ელექტრო ავტობუსები გარემოზე დადებით გავლენას მოახდენს, თუმცა მისი ქალაქში გადაადგილება სხვა პრობლემებს წარმოქ​მნის.

​"განვიხილავთ როგორც დიზელზე მომუშავე, ასევე ელექ​ტრო ავტობუსებს. გაცილებით ძვირია ელექტრო ავტობუსები. ამასთან, ქალაქში სხვადასხვა რელიეფია და გადაადგილებას ვერ შეძლებს, ბატარეების დაცლა მალე მოხდება. ვმუშაობთ და გვინდა საუკეთესო ვარიანტი შევარჩიოთ,"-ამბობს გიორგობიანი. 

ქალაქს 14 გადამზიდი კომპანია ემსახურება, რომელთა მფლობელობაში 62 ავტობუსი და 160 მიკროავტობუსია.

შეგახსენებთ, რომ "სამოქალაქო მოძრაობის" წევრებმა ქუთაისის ტრანსპორტში მაღალი ტემპერატურა გააპროტესტეს და მოქალაქეებს ცივი წყალი დაურიგეს.




FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საქართველოში რუსი დეპუტატების სტუმრობას ქუთაისში გააპროტესტებენ.
13:47 / 20.06.2019
საქართველოში რუსი დეპუტატების სტუმრობას ქუთაისში გააპროტესტებენ.
13:30 / 20.06.2019
"რეალობა არის სამწუხარო!" - ასე გამოეხმაურა ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის
სამოქალაქო აქტივისტების მიერ ორგანიზებულ აქციას, რომელიც
15:57 / 19.06.2019
სამოქალაქო აქტივისტების მიერ ორგანიზებულ აქციას, რომელიც
ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი ნანა კოსტავა ფრაქცია
14:51 / 19.06.2019
ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი ნანა კოსტავა ფრაქცია
ქუთაისში საქართველოში დეცენტრალიზაციის რეფორმის
18:03 / 18.06.2019
ქუთაისში საქართველოში დეცენტრალიზაციის რეფორმის
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
«« ივნისი  »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ამინდი
თბილისი 19 - 32 °C
img
ქუთაისი 20 - 34 °C
img
ბათუმი 22 - 26 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა
ქუთაისში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა.
08:26 / 18.06.2019
ქუთაისში ოლიმპიური სტანდარტების აუზის პროექტირებაზე ტენდერი კვლავ გამოცხადდება
ქუთაისში ოლიმპიური სტანდარტების აუზის მშენებლობის პროექტირებაზე
17:36 / 28.05.2019
ვარციხის სკოლის პედაგოგი პროექტის „მასწავლებელი – მეგზური ევროპისკენ“ გამარჯვებულია
ვარციხის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ნანა მარღანია პროექტის,
13:35 / 28.05.2019
"საქართველო არასოდეს შეეგუება რუსულ ოკუპაციას" - ქუთაისელი ოფიცრის გზავნილი აშშ-დან
ამერიკის შეერთებულ შტატებში, ფილადელფიის მერიისა და აშშ-ში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით,
15:48 / 05.06.2019