ზესტაფონის ახლადარჩეული მერი გიორგი გოგლიჩიძე

უფლებამოსილების შესრულებას ოფიციალურად შეუდგა. მერის რანგში გიორგი გოგლიჩიძე მერიის თანამშრომლებს იმერეთის გუბერნატორის მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ წარუდგინა.

პირველი სამუშაო დღე გიორგი გოგლიჩიძემ მერიის შენობაში არსებული ტურნიკეტის სისტემის დემონტაჟით დაიწყო. 

“დღეიდან მუნიციპალიტეტის მერიის კარი ყველა მოქალაქისთვის ღია იქნება. მოსახლეობას აღარ ექნება იმის განცდა, რომ ხელისუფლებასთან მისასვლელად ბარიერების გადალახვა მოუწევს. სწორედ ეს იყო მათი სურვილიც და მოთხოვნაც, რომელიც პირველივე სამუშაო დღეს შევასრულე,”-განაცხადა ზესტაფონის მერმა. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *