პოლიტიკა
საკრებულოს წევრებისათვის ეთიკის ნორმების განსაზღვრის შესახებ რეკომენდაციის წარდგენაზე გენდერის საბჭო დღეს იმსჯელებს
ქუთაისის გენდერული თანასწორობის საბჭო მის დებულებაში წევრთათვის ეთიკის ნორმების გაწერაზე იმსჯელებს. რიგგარეშე სხდომა დღეს გაიმართება. გარდა ამისა, ინიციატივა ქუთაისის საკრებულოს წევრთა ეთიკის ნორმების განსაზღვრის შესახებ რეკომენდაციის წარდგენას მოიცავს.

ქუთაისის საკრებულოს ამ დრომდე ცალკე ეთიკისა და პოლიტიკოსთა ქცევის წესების შესახებ დოკუმენტი არ აქვს. საკრებულო, ისევე როგორც სხვა საჯარო დაწესებულებები, საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესებით ხელმძღვანელობს, რომელიც საქართველოს მთავრობამ 2017 წლის აპრილში მიიღო.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე
| Print |