Google Chrome-ში სტრიმის მოსმენა შეზღუდულია.   გთხოვთ გამოიყენოთ სხვა ბროუზერი

პოლიტიკა
ტაბიძის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას ჯარიმები ყოველდღიურად ერიცხება
ტაბიძის ქუჩაზე შეწყვეტილ სარეაბილიტაციო სამუშაოებზე კომენტარი ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ გააკეთა. ჭიღვარია ამბობს, რომ შემსრულებელმა კომპანიამ თანხა ქვეკონტრაქტორ კომპანიას არ ჩაურიცხა, რის გამოც ქვეკონტრაქტორმა მუშებს ხელფასები ვერ გადაუხადა. ქალაქის მერი ამბობს, რომ "ჯეო სერვისს" ჯარიმები ყოველდღიურად ერიცხება.

"გამოცხადდა ტენდერი, რომელიც 1 200 000 ლარამდე ღირებულების იყო. ტენდერი მოიგო შპს "ჯეო სერვისმა", რომელმაც ქვეკონტრაქტორად აიყვანა შპს "ელბი გრუპი". "ელბი გრუპმა" დაიწყო სამუშაოები. ჩვენ პირველი ავანსი ჩავურიცხეთ 230 000 ლარი, სამუშაოებს ესწრებოდა ჩვენი ინსპექტირების ჯგუფები. სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობდა, თუმცა ბოლო რამდენიმე დღეა მათ შეწყვიტეს მუშაობა. ჩავერთეთ ამ პროცესში, რადგან გაგვერკვია რა ხდებოდა. აღმოჩნდა, რომ შპს "ჯეო სერვისმა" აღარ ჩაურიცხა თანხა ქვეკონტრაქტორს და ამის გამო შეწყდა სამუშაოები. დავიწყეთ უკვე მუშაობა აღნიშნულ საკითხზე, ყოველდღიური ჯარიმა ერიცხება შპს "ჯეო სერვისს", ასევე ველოდებით კვირის ბოლომდე შეხვედრას. პარალელურად, დავიწყეთ მუშაობა ხელშეკრულების გაწყვეტაზე. საბოლოო ჯამში, 140 000 ლარამდე მოუწევთ მათ დაჯარიმება. მათ 360 000 ლარის ღირებულების სამუშაოები უკვე შესრულებული აქვთ,"-განაცხადა ქუთაისის მერმა.

ქალაქის მერის განცხადებით, მუნიციპალიტეტის მერია კანონის ფარგლებში ყველა იმ კომპანიის მიმართ გამოიჩენს მაქსიმალურ სიმკაცრეს, რომელიც ვალდებულებებს არ შეასრულებს.

ტაბიძის ქუჩაზე სამუშაოები მარტში დაიწყო. კომპანიამ მუშებს ხელფასი არ გადაუხადა, რის გამო მუშები სამუშაოების განახლებაზე უარს ამბობდნენ.

ფოტო: რადიო "ძველი ქალაქი"


FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში,
ახალი ტერმინალის მშენებლობის პარალელურად,
15:28 / 05.06.2020
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ახალი ტერმინალის მშენებლობის პარალელურად,
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიას სასამართლო დავა ყოფილმა
11:28 / 04.06.2020
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიას სასამართლო დავა ყოფილმა
გასული სიმღერები
Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 14 - 27 °C
img
ქუთაისი 14 - 27 °C
img
ბათუმი 16 - 22 °C
img
სოხუმი 13 - 23 °C
img
ფოთი 16 - 22 °C
img
თელავი 14 - 27 °C
img
მესტია 2 - 15 °C
img
ზუგდიდი 13 - 25 °C
img
ბორჯომი 8 - 21 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
წყალტუბო-ქუთაისის მიმართულებით მგზავრობის ღირებულება არ იზრდება
წყალტუბოდან ქუთაისში მგზავრობის საფასური არ იზრდება. როგორც რადიო ,,ძველ ქალაქს"
11:16 / 04.06.2020
ლედი მერკვილიშვილს გზა ვანიდან აშშ-მდე

ახალგაზრდებისთვის პროფესიის სწორად შერჩევას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. როგორც წესი მომავალი

10:34 / 11.05.2020
პროფესია აგრონომი - გიორგი გაბედავას ამერიკული ამბავი
ეს არის ამბავი იმაზე , თუ როგორ აღმოჩნდა სამტრედიელი ახალგაზრდა ამერიკის შეერთებულ
11:43 / 04.06.2020
პოლიტიკის სიახლეები
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ტერმინალის მშენებლობის პროცესს პრემიერმინისტრი გაეცნო
15:28 / 05.06.2020
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ახალი ტერმინალის მშენებლობის პარალელურად,
ყოფილმა თანამშრომელმა ზესტაფონის მერიას სასამართლო დავა მოუგო
11:28 / 04.06.2020
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიას სასამართლო დავა ყოფილმა