პოლიტიკა
"საქმე გვაქვს დაუდევრობასა და კორუფციულ სქემასთან"
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი საკრებულოში გიგა შუშანია ქუთაისის მერიას კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს. შუშანია ამბობს, რომ მერია ტაბიძის ქუჩაზე სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას ერთი მხრივ ხელშეკრულების გაწყვეტით ემუქრება, ხოლო მეორე მხრივ სამუშაოების შესრულების ვადას უხანგრძლივებს.

"სინამდვილეში, საქმე გვაქვს დაუდევრობასა და კორუფციულ სქემასთან. ყველა სამუშაოსთან მიმართებაში, როდესაც ცხადდება ტენდერები, თავიდანვე მითითებულია შემცირებული ვადები და ღირებულება. შემდგომ სამუშაო პერიოდში ხელშეკრულების ვადა 2-3 თვით გრძელდება. ასევე, დამატებითი სამუშაოების გამო გამოიყოფა სხვა თანხაც. ზუსტად ასე მოხდა ამ ქუჩის შემთხვევაშიც. როდესაც ქუთაისის მერი ამბობს, რომ აპირებს ხელშეკრულების შეწყვეტას, ტყუილია. მაქვს ხელშეკრულება, რომ სამუშაოები 18 ივნისს უნდა დასრულებულიყო, ასევე მაქვს ხელშეკრულებაში ცვლილებების ნაწილი, სადაც წერია, რომ ქალაქის მერმა მისი ხელმოწერით 7 აგვისტომდე გააგრძელა სამუშაოების ვადა. უფრო მეტიც, თითქოს დამატებითი სამუშაოები აღმოაჩინა და კონტრაქტის ღირებულება 86 000 ლარით გაზარდა. არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ამ კომპანიებსა და მერიას შორის არსებობს ფარული გარიგებები,"-ამბობს გიგა შუშანია.

ტაბიძის ქუჩის რეაბილიტაცია მარტში დაიწყო. ადილზე სამუშაოები შეჩერებულია. კომპანიამ მუშებს ხელფასი არ გადაუხადა, რის გამო ისინი სამუშაოების განახლებაზე უარს ამბობენ.

ფოტო: რადიო "ძველი ქალაქი"
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ღია დიალოგის რეჟიმში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება. იმერეთში
სახელმწიფო რწმუნებული
15:57 / 20.08.2019
ღია დიალოგის რეჟიმში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული
ქუთაისის ვიცე მერი დავით ერემეიშვილი, ადგილობრივ მოსახლეობასთან
შეხვედრებს აგრძელებს.
12:28 / 20.08.2019
ქუთაისის ვიცე მერი დავით ერემეიშვილი, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს.
ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობა მოსახლეობასთან
11:57 / 10.08.2019
ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობა მოსახლეობასთან
ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობა ქალაქის მასშტაბით
მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს.
21:09 / 07.08.2019
ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობა ქალაქის მასშტაბით მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს.
ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების
17:06 / 01.08.2019
ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
«« აგვისტო  »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
თბილისი 18 - 34 °C
img
ქუთაისი 19 - 32 °C
img
ბათუმი 22 - 26 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში კულტურულ-სახელოვნებო დაწესებულებებს რეაბილიტაცია ჩაუტარდებათ
2020 წელს ქუთაისში კულტურულ-სახელოვნებო დაწესებულებების რეაბილიტაცია იგეგმება.
19:28 / 30.07.2019
ქუთაისში სერიალის გადაღება მიმდინარეობს
ქუთაისში სერიალის გადაღება მიმდინარეობს. გადასაღები მოედანი მესხიშვილის
14:53 / 23.07.2019
,,ასსაფეხურიანი კიბე ჩაისმება იმ მარშრუტში, რომელიც ტურისტმა უნდა გაიაროს"- გიორგი ჭიღვარია
ქუთაისში, ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაციაზე ქუთაისის მერმა მრჩეველთა
10:17 / 31.07.2019
საკრებულოში გია უკლებას ადგილს რომან ქვაჩაკიძე დაიკავებს
ქუთაისის საკრებულოში ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის"
16:50 / 31.07.2019
,,ერთ კაპიკს ვერ დახარჯავ ისე, რომ არ იყოს ეს ნაჩვენები ოფიციალურად" - ზაალ ჩაჩავა
ქუთაისის ,,ტორპედოს" პრეზიდენტი ზაალ ჩაჩავა კლუბში არსებულ ფინანსურ
18:51 / 26.07.2019