“ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი საკრებულოში

გიგა შუშანია ქუთაისის მერიას კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს. შუშანია ამბობს, რომ მერია ტაბიძის ქუჩაზე სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას ერთი მხრივ ხელშეკრულების გაწყვეტით ემუქრება, ხოლო მეორე მხრივ სამუშაოების შესრულების ვადას უხანგრძლივებს.

“სინამდვილეში, საქმე გვაქვს დაუდევრობასა და კორუფციულ სქემასთან. ყველა სამუშაოსთან მიმართებაში, როდესაც ცხადდება ტენდერები, თავიდანვე მითითებულია შემცირებული ვადები და ღირებულება. შემდგომ სამუშაო პერიოდში ხელშეკრულების ვადა 2-3 თვით გრძელდება. ასევე, დამატებითი სამუშაოების გამო გამოიყოფა სხვა თანხაც. ზუსტად ასე მოხდა ამ ქუჩის შემთხვევაშიც. როდესაც ქუთაისის მერი ამბობს, რომ აპირებს ხელშეკრულების შეწყვეტას, ტყუილია. მაქვს ხელშეკრულება, რომ სამუშაოები 18 ივნისს უნდა დასრულებულიყო, ასევე მაქვს ხელშეკრულებაში ცვლილებების ნაწილი, სადაც წერია, რომ ქალაქის მერმა მისი ხელმოწერით 7 აგვისტომდე გააგრძელა სამუშაოების ვადა. უფრო მეტიც, თითქოს დამატებითი სამუშაოები აღმოაჩინა და კონტრაქტის ღირებულება 86 000 ლარით გაზარდა. არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ამ კომპანიებსა და მერიას შორის არსებობს ფარული გარიგებები,”-ამბობს გიგა შუშანია.

ტაბიძის ქუჩის რეაბილიტაცია მარტში დაიწყო. ადილზე სამუშაოები შეჩერებულია. კომპანიამ მუშებს ხელფასი არ გადაუხადა, რის გამო ისინი სამუშაოების განახლებაზე უარს ამბობენ.

ფოტო: რადიო “ძველი ქალაქი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *