პოლიტიკა
ხარაგაულში სტიქ​იის შედეგად მიყენებულმა ზარალმა საერთო ჯამში 4 მილიონ ლარს გადააჭარბა
ხარაგაულში სტიქ​იის შედეგად მიყენებულმა ზარალმა საერთო ჯამში 4 მილიონ ლარს გადააჭარბა. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერის აქვეყნებს.

ხარაგაულში 7 და 12 ივნისს მოსული ძლიერი წვიმის შედეგად, რამდენიმე სოფელს სერიოზული ზიანი მიადგა.

გუშინ, გვიან ღამით ძლიერმა წვიმამ სოფელ ზვარეს მიაყენა ზიანი. პარალიზებულია სოფლის სამი საუბნო გზა, ჩაწყვეტილია ბონდის ხიდი. სტიქიის შედეგად დაზარალებულია ერთი ოჯახი, რომელსაც მოვარდნილმა ზვარულამ შინაური ცხოველებისა და ფრინველების სადგომები გაუნადგურა. შედარებით მსუბუქად დაზიანდა მოლითის ადმინისტრაციული ერთეული, სადაც სოფელ ანიულას ბონდის ხიდია ჩაწყვეტილი. ადიდებულმა ჩხერიმელამ ასევე მწყობრიდან გამოიყვანა დიდვაკის ქარხნის უბანში გადამავალი საავტომობილო ხიდი.
| Print |