პოლიტიკა
ქუთაისში ელექტრომობილების პრეზენტაციისათვის სამზადისი მიმდინარეობს
ქუთაისში ელექტრომობილების პრეზენტაცია მოეწყობა. ღონისძიებისათვის სამზადისი ცენტრალურ მოედანზე მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, ელექტრომობილებს 20 ივნისს წარადგენენ. ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ქუთაისში ვიზიტისას განაცხადა.

"რამდენმე კვირაში დაიწყება კიდევ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი საწარმოს მშენებლობა საქართველოში და ეს იქნება პირველი ელექტრომობილების ქარხანა ქუთაისში და მთლიანად რეგიონში. აღნიშნული კიდევ ერთი დასტური იქნება იმისა, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი, რომ მსოფლიო რუკაზე დაიმკვიდროს ადგილი, როგორც მაღალტექნოლოგიური პროდუქციის მწარმოებელმა ქვეყანამ. რამდენიმე თვის წინ, როდესაც მე ამაზე ვსაუბრობდი, ბევრი ამას სკეპტიკურად უყურებდა. უახლოეს მომავალში დავინახავთ, რომ საქართველო, დიახ, გახდება მაღალტექნოლოგიური პროდუქციის მწარმოებელი ქვეყანა. ჩვენ გვაქვს უნიკალური საინვესტიციო პირობები. იცით, რომ საქართველო მეექვსე ადგილზეა მსოფლიოში ბიზნესის კეთების თვალსაზრისით. ჩვენ გვაქვს სხვა ძალიან მნიშვნელოვანი უპირატესობები, მაგრამ ეს არ არის საკმარისი - ჩვენ უნდა მოვახერხოთ და მოვახდინოთ საქართველოს ინტეგრირება გლობალურ ეკონომიკაში ყველაზე ეფექტური მეთოდებით", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ქარხანა 40 ათას ელექტრომობილს გამოუშვებს, საიდანაც 50 პროცენტი ქვეყნის შიდა ბაზარზე გაიყიდება. დანარჩენი კი ევროკავშირში ექსპორტზე გავა. ქუთაისში დამზადებული ელექტრომობილები საავტომობილო ბაზარს 2020 წლისათვის შეემატება.





FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის გენდერული თანასწორობის საბჭომ ერთი ახალი წევრი
მიიღო.
12:58 / 19.07.2019

ქუთაისის გენდერული თანასწორობის საბჭომ ერთი ახალი წევრი მიიღო.

იმერეთის გუბერნატორად ზვიად შალამბერიძე დაინიშნა.
21:50 / 18.07.2019
იმერეთის გუბერნატორად ზვიად შალამბერიძე დაინიშნა.
16:51 / 16.07.2019
"თავისუფალი საქართველოს" წევრის გოგი წულაიას ბრალდებებს,
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
«« ივლისი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ამინდი
თბილისი 23 - 33 °C
img
ქუთაისი 21 - 29 °C
img
ბათუმი 21 - 25 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
"მიმდინარეობს მოლაპარაკებები და 7-8 ახალი ფეხბურთელი მოგვყავს" - ზაალ ჩაჩავა
ქუთაისის "ტორპედოს" შემადგენლობისთვის სახელფასო დავალიანების ნაწილის დარიცხვა მიმდინარეობს.
18:18 / 27.06.2019
"ყველა ერთუჯრედიანია და უპატრონო დგას რუსთაველის გამზრზე" - სამტრედიის სოფლ მელაურის რწმუნებული
ყველა ერთუჯრედიანია და უპატრონო დგას რუსთაველის გამზირზე" - ეს სიტყვები სამტრედიის
19:30 / 25.06.2019
რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტზე არქიტექტორი გივი გოგრიჭიანი იმუშავებს
ქუთაისში რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტზე არქიტექტორი გივი გოგრიჭიანი იმუშავებს.
15:18 / 29.06.2019