Google Chrome-ში სტრიმის მოსმენა შეზღუდულია.   გთხოვთ გამოიყენოთ სხვა ბროუზერი

პოლიტიკა
"რუსეთი ოკუპანტია"-ვინ შეუერთდა აქციას ქუთაისის მერიიდან და საკრებულოდან
სამოქალაქო აქტივისტების მიერ ორგანიზებულ აქციას, რომელიც საკუთარ ავტომობილებზე წარწერის "რუსეთი ოკუპანტია"-ს დატანას გულისხმობს, ძირითადად საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები შეუერთდნენ. სამოქალაქო აქტივისტებმა აღნიშნული წარწერით დამზადებული სტიკერები ქუთაისის საკრებულოს ყველა წევრს, მერსა და მერის მოადგილეებს გაუგზავნეს.

როგორც სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, აქციაში ჩართვის სურვილი საკრებულოში ფრაქციების "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" წევრებმა გამოთქვეს. მათ სტიკერები საკუთარ ავტომობილებზე უკვე დაიტანეს. მმართველი გუნდიდან კი კუთვნილ ავტომობილებზე სტიკერები კი მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი შენგელიამ და დეპუტატმა ელეონორა არჩაიამ გააკრეს. საკუთარი ავტომობილის არ ყოლის გამო, სამუშაო ოთახის კარზე დაიტანა სტიკერი უმრავლესობის დეპუტატმა, ოთარ ლორთქიფანიძემ. აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ დღემდე არ იციან საკრებულოს თავმჯდომარისა და ქალაქის მერის პოზიცია.

"ჩვენ ვიბრძვით იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავაგებინოთ, რომ რუსეთი ოკუპანტია. ქალაქში უამრავი ტურისტი დადის და ჩვენ უნდა გვახსოვდეს, მათ კი უნდა იცოდნენ რომ რუსეთი ოკუპანტია და ჩვენ ამას არ შევეგუებით,"-აცახდებენ სამოქალაქო აქტივისტები.

აქციაში ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. სოციალურ ქსელში შექმნილია სპეციალური ჯგუფიც.

სამოქალაქო აქტივისტებმა აქციის შესახებ ვრცლად რადიო "ძველი ქალაქის" გადაცემაში "მთელი დღე" ისაუბრეს.

ფოტო: ჯგუფი სოციალურ ქსელში "რუსეთი ოკუპანტია"
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიას სასამართლო დავა ყოფილმა
11:28 / 04.06.2020
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიას სასამართლო დავა ყოფილმა
გასული სიმღერები
Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 14 - 27 °C
img
ქუთაისი 14 - 27 °C
img
ბათუმი 16 - 22 °C
img
სოხუმი 13 - 23 °C
img
ფოთი 16 - 22 °C
img
თელავი 14 - 27 °C
img
მესტია 2 - 15 °C
img
ზუგდიდი 13 - 25 °C
img
ბორჯომი 8 - 21 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
წყალტუბო-ქუთაისის მიმართულებით მგზავრობის ღირებულება არ იზრდება
წყალტუბოდან ქუთაისში მგზავრობის საფასური არ იზრდება. როგორც რადიო ,,ძველ ქალაქს"
11:16 / 04.06.2020
ლედი მერკვილიშვილს გზა ვანიდან აშშ-მდე

ახალგაზრდებისთვის პროფესიის სწორად შერჩევას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. როგორც წესი მომავალი

10:34 / 11.05.2020
პროფესია აგრონომი - გიორგი გაბედავას ამერიკული ამბავი
ეს არის ამბავი იმაზე , თუ როგორ აღმოჩნდა სამტრედიელი ახალგაზრდა ამერიკის შეერთებულ
11:43 / 04.06.2020
პოლიტიკის სიახლეები
მრავალშვილიანი ოჯახები და შშმ პირები 600 ლარიან დახმარებას მიიღებენ
14:39 / 28.05.2020
საქართველოს პრემიერ მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით  ანტიკრიზისული გეგმის