Google Chrome-ში სტრიმის მოსმენა შეზღუდულია.   გთხოვთ გამოიყენოთ სხვა ბროუზერი

პოლიტიკა
"პარლამენტი ოკუპირებულია"-საპროტესტო აქცია ქუთაისში
"პარლამენტი ოკუპირებულია", "თავისუფლებასთან წააგებთ"- საქართველოში რუსი დეპუტატების სტუმრობას ქუთაისში საპროტესტო აქციით შეხვდნენ. სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიის წევრები მერიასთან შეიკრიბნენ და განაცხადეს, რომ მსგავსი ქმედება სახელმწიფოებრიობის შეურაცხყოფაა.

"ადგილი ჰქონდა არაჯანსაღ ქმედებას, რომელსაც საზოგადოების მხრიდან ჯანსაღი რეაქცია მოჰყვა. ქვეყანაში მტკივნეულია ოკუპაცია, მტკივნეულია ომი და ამ ყველაფერში დამნაშავეა ის ქვეყანა, რომლის დეპუტატი დღეს იმყოფებოდა საქართველოს სიმბოლოში, როგორიც არის საქართველოს პარლამენტი. არ შეიძლება ოკუპანტის ქვეყნის დეპუტაცია, რომელიც ხელს აწერს მისი ქვეყნის ოკუპაციის განხორციელებაზე, იყოს საქართველოს პარლამენტის შენობაში. ეს არის ჩვენი სახელმწიფოებრიობის პირდაპირი წესით შეურაცხყოფა,"-განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა, ნუგზარ კოხრეიძემ.

შეგახსენებთ, რომ მართლმადიდებელი საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში რუსი დეპუტატები საქართველოს პარლამენტში იმყოფებოდნენ. ასამბლეის წევრი, სერგეი გავრილოვი პარლამენტში, ირაკლი კობახიძის სავარძელში ჩაჯდა.

ასამბლეის სესიამ სხდომის გაგრძელება შესვენების გამოცხადების შემდეგ ვეღარ შეძლო. პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრებმა რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის მიერ ასამბელის გახსნა გააპროტესტეს, პარლამენტის სპიკერატი შესვენების დროს დაიკავეს და განაცხადეს, რომ გავრილოვისა და რუსი დეპუტატების პარლამენტის სასესიო დარბაზში ყოფნას არ დაუშვებდნენ.

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის დელეგატები პარლამენტის შენობას ტოვებენ. როგორც ანსამბლეის წარმომადგენელმა განაცხადა, სესია პარლამენტში აღარ გაგრძელდება.

ფოტო: რადიო "ძველი ქალაქი"
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო
15:07 / 30.03.2020

ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო

ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო
15:07 / 30.03.2020

ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო

სურსათის ეროვნული სააგენტო სოციალურ ქსელში გავრცელებულ კალიის
ფოტოებთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს.
12:29 / 30.03.2020
სურსათის ეროვნული სააგენტო სოციალურ ქსელში გავრცელებულ კალიის ფოტოებთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს.
PLAYLIST HISTORY
Aliexpress WW
«« აპრილი  »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ამინდი
თბილისი 6 - 17 °C
img
ქუთაისი 8 - 21 °C
img
ბათუმი 9 - 14 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში დაკარგული ტურისტის ცხედარი მაშველებმა იპოვეს
17 დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების
21:55 / 27.03.2020
,,უარს ვამბობ სამსახურეობრივი ავტომობილით სარგებლობაზე" - ირაკლი შენგელია
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია
15:04 / 18.03.2020
სალომეს გზა მალტადან წყალტუბოს საკარანტინო ზონამდე
სალომე ნაცვლიშვილი ერთ-ერთია იმათგან ვინც საქართველოში ახლახანს დაბრუნდა და კორონავირუსის პრევენციის მიზნით
19:45 / 21.03.2020
ქუთაისში მძღოლის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია
ქუთაისში, რეზო თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ავტოსამრეცხაოსთან, საქალაქო ტრანსპორტის
21:57 / 21.03.2020