Google Chrome-ში სტრიმის მოსმენა შეზღუდულია.   გთხოვთ გამოიყენოთ სხვა ბროუზერი

პოლიტიკა
"მოვითხოვ, რომ გავრილოვმა რაც შეიძლება სწრაფად დატოვოს საქართველო"- გენადი მარგველაშვილი
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი გენადი მარგველაშვილი სხელმწიფო ცერემონიების სასახლეში გუშინ გამართულ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ანსამბლეის სხდომას დაესწრო. როგორც დეპუტატი ამბობს, ქვეყნის პრობლემების შესახებ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ისაუბრა. გენადი მარგველაშვილის თქმით, ის ახლა ქუთაისში იმყოფება და რუსი დეპუტატის პარლამენტში გამოსვლას და მის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებას ემიჯნება.

"მნიშვნელოვანი რაც იყო იქ ითქვა პარლამენტის თავმჯდომარის მიერ. ზუსტად იყო დაფიქსირებული ჩვენი ქვეყნის პრობლემები, პრობლემები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტის ოკუპაციაში გამოიხატება. დარღვეულია ყველა იქ მცხოვრები ადამიანის უფლება. ხშირად მითქვამს მანამდეც, რომ ოკუპირებული ტერიტორიებზე ყველა ადამიანის უფლებები ირღვევა იქ. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, მკაცრად ვემიჯნები. "პატივცემული" გავრილოვი მოკლათდა იქ სავარძელში სადაც არ უნდა დამჯდარიყო ნამდვილად. მოვითხოვ, რომ გავრილოვმა რაც შეიძლება სწრაფად დატოვოს საქართველო. ვფიქრობ, რომ ყრილობა რომელიც გუშინ გაიხსნა კორექტირდეს. ამაში ვგულისხმობ ოკუპანტი ქვეყნის დელეგაციის მიბრძანებას საზღვრებს გარეთ."- განაცხადა გენადი მარგველაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მართლმადიდებელი საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში რუსი დეპუტატები საქართველოს პარლამენტში იმყოფებოდნენ. ასამბლეის წევრი, სერგეი გავრილოვი პარლამენტში, ირაკლი კობახიძის სავარძელში ჩაჯდა.

ასამბლეის სესიამ სხდომის გაგრძელება შესვენების გამოცხადების შემდეგ ვეღარ შეძლო. პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრებმა რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის მიერ ასამბელის გახსნა გააპროტესტეს, პარლამენტის სპიკერატი შესვენების დროს დაიკავეს და განაცხადეს, რომ გავრილოვისა და რუსი დეპუტატების პარლამენტის სასესიო დარბაზში ყოფნას არ დაუშვებდნენ.

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის დელეგატებმა პარლამენტის შენობა დატოვეს. 

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საქართველოს პრემიერ მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით 
ანტიკრიზისული გეგმის
14:39 / 28.05.2020
საქართველოს პრემიერ მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით  ანტიკრიზისული გეგმის
გასული სიმღერები
Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 15 - 28 °C
img
ქუთაისი 14 - 30 °C
img
ბათუმი 15 - 21 °C
img
სოხუმი 15 - 24 °C
img
ფოთი 15 - 22 °C
img
თელავი 16 - 27 °C
img
მესტია 6 - 16 °C
img
ზუგდიდი 13 - 28 °C
img
ბორჯომი 10 - 25 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ლედი მერკვილიშვილს გზა ვანიდან აშშ-მდე

ახალგაზრდებისთვის პროფესიის სწორად შერჩევას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. როგორც წესი მომავალი

10:34 / 11.05.2020
უჩა მაჭარაშვილმა საჩხერეში ვაზის უძველესი ქართული ჯიშის აღდგენა დაიწყო
საჩხერეში, სოფელ მახათაურში უჩა მაჭარაშვილმა 2017 წელს ოჯახური ტრადიცია შემოსვალის წყაროდ აქცია.
18:49 / 05.05.2020
პოლიტიკის სიახლეები