ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი გენადი მარგველაშვილი სხელმწიფო

ცერემონიების სასახლეში გუშინ გამართულ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ანსამბლეის სხდომას დაესწრო. როგორც დეპუტატი ამბობს, ქვეყნის პრობლემების შესახებ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ისაუბრა. გენადი მარგველაშვილის თქმით, ის ახლა ქუთაისში იმყოფება და რუსი დეპუტატის პარლამენტში გამოსვლას და მის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებას ემიჯნება.

“მნიშვნელოვანი რაც იყო იქ ითქვა პარლამენტის თავმჯდომარის მიერ. ზუსტად იყო დაფიქსირებული ჩვენი ქვეყნის პრობლემები, პრობლემები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტის ოკუპაციაში გამოიხატება. დარღვეულია ყველა იქ მცხოვრები ადამიანის უფლება. ხშირად მითქვამს მანამდეც, რომ ოკუპირებული ტერიტორიებზე ყველა ადამიანის უფლებები ირღვევა იქ. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, მკაცრად ვემიჯნები. “პატივცემული” გავრილოვი მოკლათდა იქ სავარძელში სადაც არ უნდა დამჯდარიყო ნამდვილად. მოვითხოვ, რომ გავრილოვმა რაც შეიძლება სწრაფად დატოვოს საქართველო. ვფიქრობ, რომ ყრილობა რომელიც გუშინ გაიხსნა კორექტირდეს. ამაში ვგულისხმობ ოკუპანტი ქვეყნის დელეგაციის მიბრძანებას საზღვრებს გარეთ.”- განაცხადა გენადი მარგველაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მართლმადიდებელი საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში რუსი დეპუტატები საქართველოს პარლამენტში იმყოფებოდნენ. ასამბლეის წევრი, სერგეი გავრილოვი პარლამენტში, ირაკლი კობახიძის სავარძელში ჩაჯდა.

ასამბლეის სესიამ სხდომის გაგრძელება შესვენების გამოცხადების შემდეგ ვეღარ შეძლო. პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრებმა რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის მიერ ასამბელის გახსნა გააპროტესტეს, პარლამენტის სპიკერატი შესვენების დროს დაიკავეს და განაცხადეს, რომ გავრილოვისა და რუსი დეპუტატების პარლამენტის სასესიო დარბაზში ყოფნას არ დაუშვებდნენ.

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის დელეგატებმა პარლამენტის შენობა დატოვეს. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *