ქუთაისში, მესხიშვილის ტეატრის წინ რუსეთის წინააღმდეგ

მორიგი აქცია გაიმართება. აქციას ამჯერად სტუდენტები გამართავენ.

“მეგობრებო, არ ვჩერდებით,არ ვაპირებთ გაჩერებას. ყველას მოგიწოდებთ ვისთვისაც კი ღირებულია ეს ქვეყანა, ვინც ცდილობს ქვეყნის ღირებულებების დაცვას, ეს ყველამ უნდა გააიგივოს რომ რუსეთი არის ოკუპანტი და ოკუპანტების ადგილი არ არის ჩვენი ქვეყნის მთავარ საკანონდებლო ორგანოში. დავანახოთ რუსეთს,  რომ ისინი არიან ოკუპანტები და ჩვენ ვგმობთ რუსეთის ოკუპაციას.  დღეს 19:00 სააათზე ვიკრიბებით ცენტრალურ მოედანზე მესხიშვილის თეატრთან. დროა ხელისუფლებას გავაგონოთ ჩვენი ხმა რომელიც ღიად უჭერს მხარს იმ დეპუტატებს რომლებიც ჩვენზე ახდენენ ოკუპაციას.”- ნათქვამია აქციის ანონსში. 

აქცია 19:00 საათზე გაიმართება. 

14:00 საათზე კი ქუთაისის მერიასთან სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიციური პარტიის წევრები შეიკრიბნენ და განაცხადეს, რომ მსგავსი ქმედება სახელმწიფოებრიობის შეურაცხყოფაა.

შეგახსენებთ, რომ მართლმადიდებელი საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში რუსი დეპუტატები საქართველოს პარლამენტში იმყოფებოდნენ. ასამბლეის წევრი, სერგეი გავრილოვი პარლამენტში, ირაკლი კობახიძის სავარძელში ჩაჯდა.

ასამბლეის სესიამ სხდომის გაგრძელება შესვენების გამოცხადების შემდეგ ვეღარ შეძლო. პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრებმა რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის მიერ ასამბელის გახსნა გააპროტესტეს, პარლამენტის სპიკერატი შესვენების დროს დაიკავეს და განაცხადეს, რომ გავრილოვისა და რუსი დეპუტატების პარლამენტის სასესიო დარბაზში ყოფნას არ დაუშვებდნენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *