ქუთაისში ელექტრომობილების საწარმოს მშენებლობის პროექტის პრეზენტაცია ჩაიშალა
ქუთაისში ელექტრომობილების საწარმოს მშენებლობის პროექტის
პრეზენტაცია აღარ გაიმართება. პრემიერ მინისტრის პრეს სამსახურის
განცხადებით, მამუკა ბახტაძე თბილისში დაბრუნდა. სავარაუდოდ,
პრეზენტაცია 26 ივნისს გაიმართება.
ინდუსტრიული ჯგუფი "აიგრუპი" ქუთაისში 100 ჰა ფართობის ტერიტორიაზე
წლის ბოლომდე ელექტრომობილების საწარმოს ააშენებს. ქარხანაში
დაახლოებით 300 ადგილობრივი დასაქმდება და მისი ამოქმედებიდან 18
თვის ვადაში ბაზარზე 5000 ელექტრომობილი გამოვა.
მასალის გამოყენების პირობები