ჟურნალისტების უფლებების შელახვას ქუთაისში გააპროტესტებენ
14:05 / 21.06.2019
ავტორი:
ნათია სვანიძე
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ დაანონსებულ აქციას ქუთაისში
შეუერთდებიან. მედიის წარმომადგენლები გუშინ განვითარებული მოვლენების
დროს ჟურნალისტების უფლებების შელახვას გააპროტესტებენ.
აქცია მესხიშვილის თეატრის წინ, 15:00 საათზე გაიმართება.
გუშინ, პარლამენტთან გამართულ აქციაზე რამდენიმე ჟურნალისტი
დაშავდა. აქციის დაშლის დროს სულ 240 ადამიანი დაშავდა, მათგან
80 სამართალდამცავია.
მასალის გამოყენების პირობები