“არ ვაპირებ ვიჯდე და მოვისმინო მათი პერფორმანსები,”- განცხადება ქუთაისის

საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატმა ალეკო ახალაძემ მას შემდეგ გააკეთა, რაც შეიტყო, რომ სამოქალაქო აქტივისტები ნანა კოსტავას შესახებ სხდომის ბოლოს სიტყვით გამოვიდოდნენ. ახალაძემ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა და თქვა, რომ პერფორმანსები აქტივისტებს შეუძლიათ თავიანთ სახლებში ჩაატარონ.

“იმისათვის, რომ მათ პრემიები და ბონუსები მიიღონ არ დავჯდები და არ მოვისმენ პერფორმანსებს. ნანა კოსტავამ დააშავა ის, რომ მან გამოიწვია მთელი საზოგადოება, დანაშაულს დანაშაულითვე უპასუხა სიძულვილის ენით. ეს არ არის იმ დონის დანაშაული, რომ ქვეყანა დაიქცა. უმრავლესობის სარწმუნოება არის მართლმადიდებლობა, ნუ შეურაცხყოფთ და მოგვასმენინებთ მათს პერფორმანსებს,”-განაცხადა ალეკო ახალაძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *