Google Chrome-ში სტრიმის მოსმენა შეზღუდულია.   გთხოვთ გამოიყენოთ სხვა ბროუზერი

პოლიტიკა
"ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ კაფე "სავანე" ვალდებული იყო, დაებრუნებინა მიწის ნაკვეთი"
კაფე "სავანეს" მეპატრონეების საპროტესტო აქციამდე, ობიექტის მესაკუთრეებსა და მერიას შორის მიმდინარე დავაზე კომენტარი მერიის იურისტმა ირაკლი გიორგაძემ გააკეთა. მისი თქმით, სასამართლო სხდომაზე კაფე "სავანეს" წარმომადგენელმა 1996 წელს გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულება ქონების მართვის სააგენტოსა და კაფე "სავანეს" შორის წარმოადგინა, რომლითაც კაფე "სავანეს" მაშინდელ ხელმძღვანელს, აბესალომ ტურაბელიძეს ხუთი წლის ვადით სარგებლობაში გადაეცა კაფის ქვეშ არსებული მიწის ნაკვეთი, ცენტრალურ ბაღის, სკვერის ნაწილი.

"ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ მოიჯარე, ანუ კაფე "სავანე" ვალდებული იყო დაებრუნებინა და გადაეცა როგორც მიწის ნაკვეთი, ასევე მასზედ არსებული გაუმჯობესებანი ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტისათვის. მიწის ნაკვეთის ანუ სკვერის მესაკუთრისათვის, ყოველგვარი საზღაურის გადახდის გარეშე. არსებობს ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ვადაზე ადრე მოშლის ან ვადის გასვლის შემთხვევაში, ნაკვეთზე წარმოებული ყველა გაუმჯობესებანი მეიჯარეს, ანუ ქუთაისის მერიას გადაეცემა უსასყიდლოდ. ამავე ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ ხელშეკრულება გაფორმებული იყო ხუთი წლის ვადით. თუ კი ხელშეკრულების გაგრძელებაზე იქნებოდა საუბარი, ამ შემთხვევაში კაფე სავანეს მესაკუთრეებს, მაშინდელ დირექტორს აბესალომ ტურაბელიძეს უნდა მოემართა არაუგვიანეს 50 კალენდარული დღით ადრე მერიისთვის და მოეთხოვა გაგრძელება, აღნიშნული მოთხოვნა არ ყოფილა. სასამართლო პროცესზე წარდგენილი იყო ჩვენს მიერ, როგორც ცენტრალური არქივიდან ასევე ეკონომიკის სამსახურიდან ცნობები და ინფორმაცია, რომ 1996 წლის ხელშეკრულება არ გაგრძელებულა და არანაირი ახალი ხელშეკრულება მიწის სარგებლობასთან დაკავშირებით არ გაფორმებულა, რაც გულისხმობს იმას, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, საიჯარო ურთიერთობის გასვლის შემდეგ მოიჯარე, ანუ მიწის ნაკვეთის მოსარგებლე ვალდებულია მიწის ნაკვეთი, თავისუფალ მდგომარეობაში დაუბრუნოს მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს"- განაცხადა ირაკლი გიორგაძემ.

მერიასა და კაფე სავანეს შორის დასრულებულ სასამართლო დავასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება 16 ივლისს გამოცხადდება.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის
21:00 / 06.06.2020
ქუთაისის წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის
ქუთაისის წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის
21:00 / 06.06.2020
ქუთაისის წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის
ქუთაისის წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის
21:00 / 06.06.2020
ქუთაისის წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის
ქუთაისის წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის
21:00 / 06.06.2020
ქუთაისის წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის
ქუთაისის წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის
21:00 / 06.06.2020
ქუთაისის წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის
Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 16 - 28 °C
img
ქუთაისი 19 - 32 °C
img
ბათუმი 19 - 27 °C
img
სოხუმი 16 - 27 °C
img
ფოთი 19 - 28 °C
img
თელავი 16 - 27 °C
img
მესტია 7 - 19 °C
img
ზუგდიდი 15 - 32 °C
img
ბორჯომი 10 - 26 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
წყალტუბო-ქუთაისის მიმართულებით მგზავრობის ღირებულება არ იზრდება
წყალტუბოდან ქუთაისში მგზავრობის საფასური არ იზრდება. როგორც რადიო ,,ძველ ქალაქს"
11:16 / 04.06.2020
ლედი მერკვილიშვილს გზა ვანიდან აშშ-მდე

ახალგაზრდებისთვის პროფესიის სწორად შერჩევას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. როგორც წესი მომავალი

10:34 / 11.05.2020
პროფესია აგრონომი - გიორგი გაბედავას ამერიკული ამბავი
ეს არის ამბავი იმაზე , თუ როგორ აღმოჩნდა სამტრედიელი ახალგაზრდა ამერიკის შეერთებულ
11:43 / 04.06.2020
პოლიტიკის სიახლეები
ახალი ტერმინალის მშენებლობის პროცესს პრემიერმინისტრი გაეცნო
15:28 / 05.06.2020
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ახალი ტერმინალის მშენებლობის პარალელურად,
ყოფილმა თანამშრომელმა ზესტაფონის მერიას სასამართლო დავა მოუგო
11:28 / 04.06.2020
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიას სასამართლო დავა ყოფილმა