ქუთაისს უბრუნდება მანქანათმშენებლობის დედაქალაქის სტატუსი.

ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ქუთაისში, ელექტრომობილების პრეზენტაციაზე განაცხადა. მისივე თქმით, ქარხანაში 2500 ადამიანი დასაქმდება და ის გახდება ლიდერი დამსაქმებელი რეგიონში.

“საქ​ართველო არა მხოლოდ ყველაზე იოლად ბიზნესის კეთების კუთხით ლიდერია, არამედ ეს იქნება ქვეყანა, სადაც იწარმოება ყველაზე სუფთა ელექტრომობილები. მსოფლიო აშენებს მწვანე ეკონომიკას. შიდა წვის ძრავები ბარდება წარსულს. ჩვენც დაგეგმილი გვაქვს მწვანე ეკონომიკის მშენებლობა. კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე. ძალიან დიდი წარმატება ვუსურვო ქუთაისს. ქარხანაში 2500 ადამიანი დასაქმდება და ის გახდება ლიდერი დამსაქმებელი რეგიონში,”-განაცხადა თურნავამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *