სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაურის სოფლის რწმუნებულს

სოფიკო კიკაჩეიშვილს მიერ გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებზე ადგილობრივ თვითმმართველობაში რეაგირება ამ დრომდე არ მოუხდენიათ. როგორც სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიაში გვითხრეს, 1-ლ ივლისს მერიაში ყოველკვირეული სხდომა გაიმართება, სადაც სხვა საკითხებთან ერთად მომხდარ ფაქტზეც იმსჯელებენ. მერიაში აცხადებენ, რომ სხდომას თავად სოფიკო კიკაჩეიშვილიც დაესწრება, რომელიც საკუთარ პოზიციას დააფიქსირებს, კომენტარების დაწერის მიზეზებსა და მომხდარზე განმარტებას გააკეთებს.

“ყველა ერთუჯრედიანია და უპატრონო დგას რუსთაველის გამზირზე”; “წადით და რუსთაველის გამზირზე რომ დგახართ და ბილწსიტყვაობთ ის ოკუპირებული ტერიტორიები დაიბრუნეთ”; “ნეტა რუსეთთან აღდგებოდეს კარგი ურთიერთობა”,- წერდა სოფიკო კიკაჩეიშვილი 20 ივნისს თბილისში მომხდარი მოვლენების შესახებ.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *