პოლიტიკა
,,"სავანე"იყო, არის და იქნება ჩვენი" - გიორგი ტურაბელიძე
ქუთაისში, კაფე "სავანეს" მეპატრონეებმა  ბრიფინგი გამართეს. მათი განცხადებით, ქალაქის მერი "სავანეს" ლაშა გვენეტაძისათვის გადაცემას გეგმავს.

"მიღებული ინფორმაციიღ, ჭიღვარია, რომელიც ფიქრობს, მისი სტატუსის გამოყენებით თავის სასიკეთოდ დაასრულებს პროცესებს "სავანეს" გადასცემს საკრებულოს წევრს და მის მარჯვენა ხელს, ვინმე ლაშა გვენეტაძეს. ამ პიროვნების შესახებ ჩვენთვის აქამდე უცნობი იყო, თუმცა გავიგეთ რომ ყოფილა მერის ფავორიტი ვიცე-მერის პოზიციაზე. ყოფილა რესტორან "რეროს" მფლობელი. მოწოდებული ინფორმაციით, ჰქონია დიდძალი ფინანსური დავალიანება. ინფორმაციას ნაწილობრივ გვიმყარებს ის ფაქტი, რომ ის არის კახიანოურის დასახლების დეპუტატი სადაც თითქმის არაფერი კეთდება და მხოლოდ მას აქვს აშენებული მხოლოდ საკმაოდ დიდი რესტორანი. ამ მომენტისათვის ვაწარმოებთ მოკლვლევას მეტი მტკიცებულებებისათვის. მიუხედავად მათი სურვილისა, ვაფრთხილებთ მერიის ყველა წარმომადგენელს, სავანე იყო, არის და იქნება ჩვენი! არც კი გაბედოთ მსგავი მეთოდების გამოყენება." - განაცხადა გიორგი ტურაბელიძემ.

კაფე " სავანეს" მეპატრონეებს საკრებულოს დეპუტატი ლაშა გვენეტაძე შეხვდა. მისი განცხადებით, მას აღნიშნულ საქმესთან არაფერი აკავშირებს და საჭიროების შემთხვევაში მზადაა მათ დაეხმაროს, თუ კი საქმეში მისი გაცნობის შემთხვევაში კანონდარღვევა აღმოჩნდება.

"ჩემთვის ახლა გახდა ცნობილი, რომ კაფე "სავანეს" მეპატრონეები მდებენ ბრალს მის წართმევაში. არასდროს არავიზე წართმევის ინტერესი არ მქონია და მითუმეტეს ამ კაფის და ორჯერ თუ სამჯერ მაქვს მაგ კაფეში ნაყინი ნაჭამი. მთელი საქართველო ნახავს თუ როდესმე წააგო ამ ხალხმა ეს ბრძოლა, ვინ იქნება სათავეში თვითონ შეხედავენ. მე თვითონ იურისტი ვარ და ადამიანის უფლებებია ჩემთვის პრიორიტეტი. არასამთავრობოდან მოვდივარ. საიას-ს თამვჯდომარე ვიყავი წლების წინ და ჩემი პრიორიტეტია ადამიანის უფლებები. მე მზაობა გამოვუცხადე. 0,1 პროცენტითაც რომ ჰქონდეს სამართელბრივად ამ ხალხს მოთხოვნის და დაკანონების საშუალება, მე გაძლევთ პირობას, რომ მივეხმარები და ქალაქის მერს სამართლებრივად დავუმტკიცებ, რომ ამ ხალხს ეს ეკუთვნის."- განაცხადა ლაშა გვენეტაძემ. 

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მერიასა და "სავანეს" მფლობელებს შორის სასამართლო დავა მიმდინარეობს. კაფეს მფლობელები მერიას ბიზნესის მიტაცების მცდელობაში ადანაშაულებენ.

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე საქმეზე გადაწყვეტილებას 16 ივლისს გამოაცხადებს.

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო მსოფლიო
14:38 / 16.09.2019
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო მსოფლიო
ჭიათურაში გრაფიტის ფესტივალი დასრულდა. საზეიმოდ გაიხსნა ჭავჭავაძის
ქუჩაზე,
00:09 / 16.09.2019
ჭიათურაში გრაფიტის ფესტივალი დასრულდა. საზეიმოდ გაიხსნა ჭავჭავაძის ქუჩაზე,
ტყიბულელმა ძიუდოისტმა ფინეთის ქალაქ ვანტააში გამართულ
23:58 / 15.09.2019
ტყიბულელმა ძიუდოისტმა ფინეთის ქალაქ ვანტააში გამართულ
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
«« სექტემბერი  »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
თბილისი 15 - 24 °C
img
ქუთაისი 16 - 28 °C
img
ბათუმი 18 - 23 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
აწსუ-ს სტუდენტი თამთა კაპანაძე Google-მ სტუდენტურ ლიდერებს შორის შეარჩია
სტუდენტი თამთა კაპანაძე Google-ს კონკურსის გამარჯვებულია.
11:29 / 11.09.2019
აეროპორტი და ქუთაისი
ქუთაისის საერთოაშორისო აეროპორტით ევროპა უფრო ხელშესახები გახდა.
14:35 / 06.09.2019
ვაკანსია

რადიოკომპანია „ძველი ქალაქი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე

00:00 / 29.08.2019
ბაღდათში, ხანისწყალზე ხიდის რეაბილიტაცია იგეგმება
მომავალ წელს ბაღდათის მუნიციპალიტეტს განახლებული ხიდი ექნება.
14:15 / 26.08.2019