ქუთაისის მერიის არქიტექტურის სააგენტო საკრებულოს სხდომაზე

ოთხი საკითხის ინიცირებას მოახდენს. საკითხები ქალაქში ზონირების შეცვლას, სააგენტოს მუშაობის სპეციფიკასა და არქიტექტორთა საბჭოს შეეხება.

“ქუთაისის მერიის მიერ საკრებულოზე 4 საკითხის ინიცირება მოხდა. საკითხების განხილვა საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მოხდება. ქალაქში ახალი ზონირება გვექნება. 2018 წლის 31 ოქტომბრის დადგენილებამ ძალა დაკარგა და 2019 წლის 3 ივნისიდან ძალაში შევიდა ახალი კანონმდებლობა არქიტექტურაში. მნიშვნელოვანია ის, რომ უბნები, სადაც გვქონდა დაბალი ინტენსივობა შეიცვალა საშუალო და რიგ შემთხვევაში მაღალი ინტენსივობით. ეს კარგი შესაძლებლობაა იმისათვის, რომ გარეუბნებში დაიწყოს მშენებლობის წამოწყება.ასევე, სააგენტო იმუშავებს დაჩქარებული და ექსკლუზიური მომსახურების წესით. საკრებულოს სხდომის მეორე დღიდან შევძლებთ, რომ მოქალაქეებს ეს სერვისი შევთავაზოთ. მეოთხე საკითხია არქიტექტორთა საბჭო, რომლის წევრების შემადგენლობაში, შესაძლოა, ცვლილებები განხორციელდეს. ეს მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ქალაქში ვაშენოთ ლამაზად და სწორად. საბჭოს სხდომები იქნება ღია და მოვიწვევთ მენაშენესაც და არქიტექტორსაც,”-განაცხადა რუსუდან ჩინჩალაძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *