Google Chrome-ში სტრიმის მოსმენა შეზღუდულია.   გთხოვთ გამოიყენოთ სხვა ბროუზერი

პოლიტიკა
გენდერული თანასწორობის საბჭომ სამ ვაკანტურ ადგილზე მიღება გამოაცხადა
გენდერული თანასწორობის საბჭომ სამ ვაკანტურ ადგილზე მიღება გამოაცხადა. კონკურსი 7 ივისამდე გრძელდება და მასში მონაწილეობა ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებსა და ქუთაისის მერიის თანამდებობის პირებს შეუძლიათ.

გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის ირაკლი შენგელიას თქმით მსჯელობის დროსა და რეკომენდაციების საფუძველზე გადაწყდა საბჭოში გაზრდილიყო სამთავრობო წარმომადგენლობა. მისივე თქმით საბჭოსადმი გაზრდილი ინტერესიდან გამომდინარე ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო ყველა დაინტერესებულ პირთან თანამშრომლობაზე წევრის სტატუსის მიღმა გამოთქვამს მზაობას.

"საბჭოს მიმართ ინტერესი გაზრდილია. ბოლო კვირების განმავლობაში პირად საუბრებში თუ საჯარო სივრცეში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს და მათ შორის არსამთავრობო სექტორის წევრებს არაერთხელ დაუფიქსირებიათ სურვილი საბჭოს წევრობისა. მადლობა მათ ასეთი ინტერესისთვის. საბჭოს წევრის სტატუსი არ იქნება ბარიერი. ჩვენ გვსურს ნებისმიერ დაინტერესებულ პირთან, დაწესებულებასთან ვითანამშრომლოთ. ამიტომ ელექტრონულად განცხადებების მღების დროს ასეთ პირებს, რომლებსაც აქვთ სრუვილი ითანამშრომლონ წევრის სტატუსის მიღმა შეუძლიათ შეავსონ განაცხდი" - განაცხადა ირაკლი შენგელიამ.

შეგახსენებთ, რომ საბჭო 20 წევრისგან იყო დაკომპლექტებული. ერთმა წევრმა, რადიო თავისუფლების ჟურნალისტმა საჭირო დროის უქონლობის გამო ითხოვა საბჭოს დატოვება. მეორეს, ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს ნანა კოსტავას კი საბჭო დაატოვებინეს. საბჭოში ამჟამად 18 წევრი ირიცხება. ხოლო მესამე ვაკანტური ადგილი გასული წლის შემოდგომაზე დებულებაში შეტანილი ცვილილებების საფუძველზე გაჩნდა.


FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
PLAYLIST HISTORY
Aliexpress WW
«« აპრილი  »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ამინდი
თბილისი 5 - 16 °C
img
ქუთაისი 8 - 16 °C
img
ბათუმი 9 - 13 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში დაკარგული ტურისტის ცხედარი მაშველებმა იპოვეს
17 დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების
21:55 / 27.03.2020
,,უარს ვამბობ სამსახურეობრივი ავტომობილით სარგებლობაზე" - ირაკლი შენგელია
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია
15:04 / 18.03.2020
სალომეს გზა მალტადან წყალტუბოს საკარანტინო ზონამდე
სალომე ნაცვლიშვილი ერთ-ერთია იმათგან ვინც საქართველოში ახლახანს დაბრუნდა და კორონავირუსის პრევენციის მიზნით
19:45 / 21.03.2020
ქუთაისში მძღოლის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია
ქუთაისში, რეზო თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ავტოსამრეცხაოსთან, საქალაქო ტრანსპორტის
21:57 / 21.03.2020