პოლიტიკა
"თუ არ მოისმენენ, წაიკითხონ"-მრჩეველთა საბჭოს სხდომები მერისა და მისი მოადგილეების გარეშე
ქუთაისის მერის მრჩეველთა საბჭოს სხდომებს ბოლო სამი თვეა ქალაქის მერი არ დასწრებია. სხდომებზე არ დადიან სხვა გადაწყვეტილების მიმღები პირებიც, რომელთა შორის არიან მერის მოადგილეები. 

"თუ არ მოისმენენ, წაიკითხონ"-ასე გამოეხმაურა საბჭოს ერთ-ერთი წევრი დღევანდელ სხდომაზე გადაწყვეტილების მიმღები პირების არ ყოფნას. 

როგორც საბჭოს მდივანი, ნუგზარ კოხრეიძე ამბობს, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან საბჭოს საქმიანობის მიმართ ინტერესი შენელებულია. მისივე განმარტებით, საბჭოს ბოლო 6 თვის დასწრების სტატისტიკის მიხედვით, რამდენიმე სხდომაზე მერი, ხოლო ორ სხდომაზე არც ერთი გადაწყვეტილების მიმღები პირი არ გამოცხადებულა.

"როდესაც განვიხილავთ რიგ საკითხებს, რომლებზედაც გვჭირდება პასუხები, არ გვყავს ის ადამიანები, ვისთან ერთადაც შეგვიძლია გადაწყვეტილების მიღებაზე ვიმსჯელოთ. ჩვენ გვესწრება ხალხი, რომელიც უბრალოდ გვაწვდის ინფორმაციას. საბჭოს მიმართ დამოკიდებულება და ინტერესი რაღაც მომენტში შენელებულია. საბჭო არის ჩართულობის მექანიზმი, რომელმაც არაერთხელ აჩვენა, რომ მას სერიოზული შეცდომების პრევენცია შეუძლია,"-ამბობს ნუგზარ კოხრეიძე.

კოხრეიძე განმარტავს, რომ თუ საბჭოს გადაწყვეტილების მიმღები პირები არ ესწრებიან, კომუნიკაცია წერილობით ან სხვა პირების საშუალებით მიმდინარეობს, რაც არასწორია. მისივე თქმით, საკითხებზე მსჯელობა ცოცხალ რეჟიმში უნდა წარიმართოს და გადაწყვეტილების მიმღები პირები ვალდებული არიან სხდომებს ესწრებოდნენ.

დღევანდელ სხდომაზე საბჭოს წევრებმა ქალაქში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემები გააჟღერეს, რომლის გადაჭრის გზებზეც მსჯელობა არ ყოფილა.

ფოტო: რადიო "ძველი ქალაქი"
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის გენდერული თანასწორობის საბჭომ ერთი ახალი წევრი
მიიღო.
12:58 / 19.07.2019

ქუთაისის გენდერული თანასწორობის საბჭომ ერთი ახალი წევრი მიიღო.

იმერეთის გუბერნატორად ზვიად შალამბერიძე დაინიშნა.
21:50 / 18.07.2019
იმერეთის გუბერნატორად ზვიად შალამბერიძე დაინიშნა.
16:51 / 16.07.2019
"თავისუფალი საქართველოს" წევრის გოგი წულაიას ბრალდებებს,
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
«« ივლისი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ამინდი
თბილისი 20 - 34 °C
img
ქუთაისი 21 - 28 °C
img
ბათუმი 21 - 26 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
"მიმდინარეობს მოლაპარაკებები და 7-8 ახალი ფეხბურთელი მოგვყავს" - ზაალ ჩაჩავა
ქუთაისის "ტორპედოს" შემადგენლობისთვის სახელფასო დავალიანების ნაწილის დარიცხვა მიმდინარეობს.
18:18 / 27.06.2019
"ყველა ერთუჯრედიანია და უპატრონო დგას რუსთაველის გამზრზე" - სამტრედიის სოფლ მელაურის რწმუნებული
ყველა ერთუჯრედიანია და უპატრონო დგას რუსთაველის გამზირზე" - ეს სიტყვები სამტრედიის
19:30 / 25.06.2019
რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტზე არქიტექტორი გივი გოგრიჭიანი იმუშავებს
ქუთაისში რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტზე არქიტექტორი გივი გოგრიჭიანი იმუშავებს.
15:18 / 29.06.2019