პოლიტიკა
"ნულოვანი ბარიერი არ არსებობს"-პროპორციული საარჩევნო სისტემის დადებითი და უარყოფითი მხარეები
რას ნიშნავს მაჟორიტარული სისტემის გაუქმება საქართველოს პარლამენტისთვის და რას ცვლის აღნიშნული საკითხი მოსახლეობისთვის; რა ნაკლოვანებები და უპირატესობები აქვს მხოლოდ პროპორციული საარჩევნო სისტემის მოდელს? ამ თემებზე ქუთაისის დემოკრატიის სკოლაში იმსჯელეს.

საიას ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელმა, ზაალ გორგიძემ განაცხადა, რომ მრავალპატრიული პარლამენტის არსებობა მისასალმებელია თუ საქმე არ გვექნება ფარდისმიღმა გარიგებებთან. მისივე განმარტებით, უარყოფით გარემოებებად შეიძლება მთავრობის დაკომპლექტების საკითხი ჩაითვალოს. გორგიძე ამბობს, რომ თუ ახალი სისტემა ძალაში შევიდა, ამომრჩევლის არც ერთი ხმა არ დაიკარგება.

"ბევრმა მოქალაქემ გაიგო ისე, თითქოს პარლამენტში შესვლას ყველა შეძლებს. ზოგადად, ნულოვანი ბარიერი არ არსებობს, არსებობს გარკვეული ბარიერი - 0,67%. ეს მოიაზრებს 10 000-ზე მეტ ხმას, რომ პარტიამ ერთი მანდატი მოიპოვოს პარლამენტში. ჯერ-ჯერობით ეს ყველაფერი დასამტკიცებელია. კარგია, თუ პარლამენტი მრავალპარტიული იქნება, მაგრამ შეიძლება არსებობდეს გარკვეული ფარდისმიღმა გარიგებები. საინტერესოა, შეცვლის თუ არა თითო ან ორი მანდატი პოლიტიკურ ამინდს ან ვისთან გაერთიანდებიან ისინი. ნაწილი ამართლებს 3%-იანი ბარიერის არსებობას იმით, რომ პარლამენტში ძლიერი პოლიტიკური ძალა შევა. დადებითი მხარეა ის, რომ ამომრჩევლების ხმა არ დაიკარგება. წინა არჩევნებში ათი ათასობით ხმა დაიკარგა. უარყოფითად ფასდება ის მხარე, თუ როგორ მოხდება მთავრობის დაკომპლექტება,"-განაცხადა გორგიძემ.

საქართველოს მმართველი პოლიტიკური პარტია დღეების წინ დათმობაზე წავიდა და რამდენიმე დღის წინ დაწყებული საპროტესტო მოძრაობის ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნას, მომდევნო საპარლამენტო არჩევნების მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარებას, დათანხმდა. "ქართულმა ოცნებამ" მზადყოფნა გამოთქვა, რომ გაუქმდეს მაჟორიტარული სისტემა და საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდეს, თუმცა, აქვს დათქმა - საარჩევნო ბარიერი უნდა გაუქმდეს. ამ მოვლენებამდე, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება რამდენიმე პოლიტიკურმა პარტიამ მოითხოვა.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
2017 წელს ქუთაისის მერიამ ა(ა)იპებისა და შპს-ების
ფუნქციონირებისათვის
14:16 / 23.10.2019
2017 წელს ქუთაისის მერიამ ა(ა)იპებისა და შპს-ების ფუნქციონირებისათვის
ქუთაისში მუნიციპალური იურიდიული პირების რაოდენობა ყოველწლიურად
იზრდება.
14:00 / 23.10.2019
ქუთაისში მუნიციპალური იურიდიული პირების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
ამინდი
თბილისი 8 - 19 °C
img
ქუთაისი 11 - 22 °C
img
ბათუმი 15 - 21 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში, ,,ავანგარდის დასახლებაში", სკვერი მოეწყობა
ქუთაისში ე.წ. ,,ავანგარდის დასახლებაში" სკვერი მოეწყობა. ქუთაისის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.
16:45 / 10.10.2019
ბაღდათში, 5 ოქტომბერს დაგეგმილი ღვინის არტ-ფესტივალის პროგრამა ცნობილია
ბაღდათში, 5 ოქტომბერს დაგეგმილი ღვინის არტ-ფესტივალის პროგრამა ცნობილია.
17:11 / 02.10.2019
სამტრედიის N1 საჯარო სკოლის პედაგოგი ფრანგული ენის საუკეთესო მასწავლებლად დასახელდა
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2019 წლის საუკეთესო მასწავლებლები გამოავლინა.
10:47 / 27.09.2019
15 წლის ქუთაისელი მოსწავლის "ნასაში" მიღებული გამოცდილება
ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა "პროგრესის" 15 წლის
16:44 / 27.09.2019
"სოლიდარობას ვუცხადებ მეშახტეებს"-აქციაზე ტყიბულის მერი და მერიის თანამშრომლები მივიდნენ
მეშახტეების საპროტესტო აქციას ტყიბულის მერი და მერიის თანამშრომლები შეუერთდნენ.
12:55 / 25.09.2019