პოლიტიკა
მერიის ახალი გადაუდებელი დახმარების პროგრამით ქუთაისში 38-მა ოჯახმა ისარგებლა
ქუთაისის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა მერიის სოციალურ საკითხთა სამსახურის 6 თვის მუშაობის ანგარიში მოისმინეს. როგორც სამსახურის უფროსმა გია ჩიჯავაძემ განაცხადა, მიმდინარე წელს 25 პროგრამა ხორციელდება, მათგან 7-8 ჯანდაცვის, ხოლო დანარჩენი მოქალაქეთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით.

მისივე განმარტებით, სოციალური მიმართულებით წელს 3 ახალი პროგრამა ხორციელდება, რომელთა შორისაა მრავალშვილიანი დედებისათვის განკუთვნილი პროგრამა, რომელიც მათ კერძო საქმიანობაში ჩართვას ითვალისწინებს.

კიდევ ერთი სიახლეა გადაუდებელი დახმარების პროგრამა, რომელიც კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების დახმარებას მოიცავს.

"როდესაც ოჯახში გაუთვალისწინებელი კრიზისული სიტუაციაა, მათი დახმარება უახლოეს 5 დღეში მოხდება. ამაში არა მარტო მერია, არამედ სოციალური სააგენტო და არასამთავრობო ორგანიზაციები არიან ჩართული. დახმარება მედიკამენტებით, პირველადი საჭიროების ნივთებითა და საცხოვრებლით უზრუნველყოფას ითვალისიწინებს,"-ამბობს ჩიჯავაძე და განმარტავს, რომ განვლილ 6 თვეში მსგავსი ტიპის დახმარება 38 ოჯახს გაეწია.

სოციალური მიმართულებით ბიუჯეტი 4 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს, რაც წინა წლის მაჩვენებელზე მეტია.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე


FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის მერმა საფეხბურთო კლუბ
16:14 / 12.09.2019
ქუთაისის მერმა საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" ფანკლუბის წევრი, ლევან
ქუთაისის მერმა საფეხბურთო კლუბ
16:14 / 12.09.2019
ქუთაისის მერმა საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" ფანკლუბის წევრი, ლევან
ქუთაისის მერიამ საფეხბურთო კლუბ
13:52 / 12.09.2019
ქუთაისის მერიამ საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" პრეზიდენტის
ქუთაისის მერიამ საფეხბურთო კლუბ
13:52 / 12.09.2019
ქუთაისის მერიამ საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" პრეზიდენტის
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
«« სექტემბერი  »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
თბილისი 13 - 24 °C
img
ქუთაისი 14 - 24 °C
img
ბათუმი 18 - 22 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
აწსუ-ს სტუდენტი თამთა კაპანაძე Google-მ სტუდენტურ ლიდერებს შორის შეარჩია
სტუდენტი თამთა კაპანაძე Google-ს კონკურსის გამარჯვებულია.
11:29 / 11.09.2019
აეროპორტი და ქუთაისი
ქუთაისის საერთოაშორისო აეროპორტით ევროპა უფრო ხელშესახები გახდა.
14:35 / 06.09.2019
ვაკანსია

რადიოკომპანია „ძველი ქალაქი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე

00:00 / 29.08.2019
ბაღდათში, ხანისწყალზე ხიდის რეაბილიტაცია იგეგმება
მომავალ წელს ბაღდათის მუნიციპალიტეტს განახლებული ხიდი ექნება.
14:15 / 26.08.2019