ქუთაისში, გრიშაშვილის 26-ში მდებარე “თიბისი ბანკის” ფილიალთან

მერიის შესაბამისმა სამსახურმა ხეები მოჭრა. როგორც მერიაში განაცხადეს, “თიბისი ბანკის” ფილიალმა ქალაქის მერიას ბანკის შენობის წინ ხეების მოჭრის საკითხთან დაკავშირებით 24 მაისს მიმართა.

“ოფიციალურ დოკუმენტში აღნიშნული იყო რომ ხეები, რომელიც გახმა, საფრთხეს უქმნიდა მოქალაქეებს, ბანკის შენობასა და პარკირებაზე მდგომ ავტომობილებს. აღნიშნული საკითხი შეისწავლა ა(ა)იპ “სპეციალური სერვისების” ეკოლოგიური სტაბილურობის უზრუნველყოფის სამსახურმა და კომისიამ გამხმარი ხეების მოჭრის გადაწყვეტილება მიიღო,”-აცხადებენ მერიაში.

თვითმმართველობაში ამბობენ, რომ რამდენიმე დღეში მოჭრილი ხეების ადგილზე ახალი ნერგები დაირგვება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *