პარტია “თავისუფალი საქართველოს” წევრმა გოგი წულაიამ ქუთაისის მერს

ვარსკვლავი გაუხსნა. წულაიამ ვარსკვლავი, რომელსაც “სახელოვანი მოგზაურის გიორგი სენკევიჩის” სახელი უწოდა, მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ განათავსა.

გოგი წულაია ამბობს, რომ მიმდინარე წელს მერიამ მივლინებებში 155 000 ლარზე მეტი დახარჯა. მისივე განმარტებით, თანხა არამიზნობრივადაა დახარჯული და მერს ვიზიტის შედეგები არც საკრებულოსთვის და არც საზოგადოებისათვის არ წარუდგენია.

“არასდროს გვინახავს, რომ მივლინებიდან დაბრუნებულ მერს ბრიფინგი მოეწყოს და მისი ვიზიტების შედეგები გაეცნოს საზოგადოებისათვის. ეს არის ჩვეულებრივი მოგზაურობები და ექსკურსიები მაშინ, როდესაც ყველაზე მეტი ემიგრანტი ქუთაისიდანაა, ქალაქი მსოფლიოში მესამე ადგილზეა გამონაბოლქვით სიკვდილიანობის მაჩვენებლით და მოუწესრიგებელია გზები. იმ დროს, როცა ქალაქი თავზე გემხობა, მერი ექსკურსიებზე დადიოდე, უზნეობაა,”- ამბობს წულაია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *