პოლიტიკა
“ინფორმაციის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების მორიგი მცდელობა”- შემოსავლების სამსახური „მაკნატუნაზე“
შპს "მაკნატუნას" ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ამოწმებს. უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ შპს "მაკნატუნას" სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია გასული წლის 26 ნოემბერს დაიწყო და ამჟამად კი მიმდინარეობს შპს "მაკნატუნას" მიერ წარმოდგენილი მასალების დამუშავება და შესწავლა.

"აღნიშნული პროცესი სრულ შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებთან, კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 261-ე მუხლის მიხედვით საგადასახადო ორგანოს უფროსს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე გამოსცეს პირის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ან/და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციის ჩატარების ბრძანება კალენდარული წლის განმავლობაში არა უმეტეს 2-ჯერ, ხოლო მე-3-ჯერ ინვენტარიზაცია შესაძლებელია ჩატარდეს შემოსავლების სამსახურის უფროსის/მისი მოადგილის ბრძანებით,"-ნათქვამია უწყების განცხადებაში.

შემოსავლების სამსახურში განმარტავენ, რომ შემოწმებას პოლიტიკურ პროცესებთან კავშირი არ აქვს.

"ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად ყოველდღიურად ხდება ათეულობით კომპანიის შემოწმება და ეს ჩვეულებრივი პროცესია, შესაბამისად, შპს "მაკნატუნაში" მიმდინარე საგადასახადო შემოწმების მიბმა პოლიტიკური პროცესებისათვის არის მოსახლეობისთვის შეგნებულად არასწორი ინფორმაციის მიწოდებისა და ცალკეული ჯგუფების მიერ ამ ინფორმაციის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების მორიგი მცდელობა,"-წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ შპს "მაკნატუნამ" პროდუქცია ანტისაოკუპაციო შეფუთვით გამოუშვა. კომპანიის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ სწორედ ამ ფაქტის შემდეგ დაიწყო კომპანიის შემოწმება.








FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
13:28 / 23.01.2020
"გაბედეს" აქტივისტი გაგი ახალაძე მესხიშვილის თეატრის წინ ბუჩქების მორთვისთვის საქალაქო
წყალტუბოს მეორე საჯარო სკოლის დირექტორი გიორგი ბენიძე სკოლაში
გათბობის სისტემის
16:49 / 22.01.2020
წყალტუბოს მეორე საჯარო სკოლის დირექტორი გიორგი ბენიძე სკოლაში გათბობის სისტემის
წყალტუბოს მეორე საჯარო სკოლის დირექტორი გიორგი ბენიძე სკოლაში
გათბობის სისტემის
16:49 / 22.01.2020
წყალტუბოს მეორე საჯარო სკოლის დირექტორი გიორგი ბენიძე სკოლაში გათბობის სისტემის
ამინდი
თბილისი -2 - 7 °C
img
ქუთაისი 1 - 4 °C
img
ბათუმი 3 - 8 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში მულტიფუნქციური სკამები დაიდგმება
ქუთაისში მულტიფუნქციური სკამები დაიდგმება. პირველ ეტაპზე ქალაქში
18:02 / 25.12.2019
ქუთაისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 20 იანვარს განახლდება 
ქუთაისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესის განახლება 20 იანვარს იგეგმება.
15:08 / 15.01.2020
,,დათვის ტბა" , ,,ბოგა" - ხონში ტურისტებისთვის დამატებითი სანახაობების შეთავაზებაზე მუშაობენ
ხონში ტურისტებისათვის ახალი ადგილების შეთავაზებაზე მუშაობენ. ხონის მუნიციპალიტეტის მერი,
18:18 / 10.01.2020
ორწლიანი სასამართლო დავის შემდეგ მოქალაქემ ქუთაისის მერიას პროცესი მოუგო
ორწლიანი სასამართლო დავის შემდეგ მოქალაქემ ქუთაისის მერიას პროცესი მოუგო. ქუთაისის
16:26 / 21.01.2020