პოლიტიკა
სამგლოვიარო გვირგვინი სააპელაციო სასამართლოსთან- „სავანეს“ მეპატრონეები გადაწყვეტილებას აპროტესტებენ
"ღრმა მწუხარებით მოქალაქეებისაგან"-კაფე "სავანეს" მფლობელებმა სააპელაციო სასამართლოს წინ სამგლოვიარო გვირგვინი მიიტანეს. აღნიშნულით მათ მოსამართლეთა კოლეგიის გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რომლის მიხედვითაც სასამართლო მესაკუთრის უფლებას კაფეს შენობაზე აღიარებს, მაგრამ არ აღიარებს მიწის ნაკვეთზე.

ობიექტის მფლობელებმა განაცხადეს, რომ აღარ არსებობს სამართლიანი სასამართლო, რადგან მოსამართლეები მერიის სურვილს დაემორჩილნენ.

"სააპელაციო სასამართლომ ლურსმანი მისსავე კუბოში ჩააჭედა. მოსამართლეები დაემორჩილნენ მერიისა და ქალაქის მერის უკანონო გადაწყვეტილებას. არც კი იმსჯელეს ჩვენს თემაზე და მათ ქუთაისში დღეს სამართალი მოკლეს. დღეიდან არავის აქვს გარანტია, რომ ხვალ მისი ქონება მერის ან მერიის ხელში არ აღმოჩნდება. მოვიტანეთ გვირგვინი და ღრმა მწუხარებას გამოთქვამთ იმის გამო, რომ ქვეყანა მიექანება პირველყოფილი წყობილებისაგან. დადგება დღე, როდესაც მოქალაქეები ამ მოსამართლეებს პასუხს მოთხოვენ,"-ამბობენ კაფეს მეპატრონეები.

"სავანეს" მეპატრონეებს ტერიტორიის დატოვება მანდატურის მოთხოვნის შემდეგ მოუწიათ.

კაფეს მფლობელები ამბობენ, რომ მათ 10 000 დოლარად კაფე და მიწის ნაკვეთი შეიძინეს. მერიაში აცხადებენ, რომ "სავანეს" მეპატრონეებმა თანხა მხოლოდ კონსტრუქციაში გადაიხადეს.

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისში გარემოვაჭრეები გარევაჭრობის საფასურს მერის ბრძანების
საფუძველზე
16:24 / 27.01.2020
ქუთაისში გარემოვაჭრეები გარევაჭრობის საფასურს მერის ბრძანების საფუძველზე
ქუთაისის მერია მერიისა და საკრებულოსთვის საინფორმაციო-სარეკლამო
14:14 / 27.01.2020
ქუთაისის მერია მერიისა და საკრებულოსთვის საინფორმაციო-სარეკლამო
ამინდი
თბილისი -2 - 8 °C
img
ქუთაისი 3 - 11 °C
img
ბათუმი 6 - 12 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ორწლიანი სასამართლო დავის შემდეგ მოქალაქემ ქუთაისის მერიას პროცესი მოუგო
ორწლიანი სასამართლო დავის შემდეგ მოქალაქემ ქუთაისის მერიას პროცესი მოუგო. ქუთაისის
16:26 / 21.01.2020
ქუთაისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 20 იანვარს განახლდება 
ქუთაისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესის განახლება 20 იანვარს იგეგმება.
15:08 / 15.01.2020
,,დათვის ტბა" , ,,ბოგა" - ხონში ტურისტებისთვის დამატებითი სანახაობების შეთავაზებაზე მუშაობენ
ხონში ტურისტებისათვის ახალი ადგილების შეთავაზებაზე მუშაობენ. ხონის მუნიციპალიტეტის მერი,
18:18 / 10.01.2020