პოლიტიკა
ქუთაისის მერიამ მიმდინარე წელს მივლინებებში 35 801 ლარი დახარჯა
"თავისუფალი საქართველოს" წევრის გოგი წულაიას ბრალდებებს, ქუთაისის მერიაში მივლინებებში დახარჯული თანხების შესახებ მერიაში უპასუხეს. თვითმმართველობაში ამბობენ, რომ წულაიამ ჟურნალისტებთან 2014 წლის მონაცემები წარადგინა და მიმდინარე წელს მივლინებებში 155 000 ლარის ნაცვლად, 35 801 ლარია დახარჯული.

"გოგი წულაიას მიერ გავრცელებული ინფორმაცია სამივლინებო ხარჯებზე არ შეესაბამება სიმართლეს. პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელმა გიორგი წულაიამ ქუთაისის მერიას მიმდინარე წლის 11 ივნისს მიმართა, რომ ქალაქის მერიას მიეწოდებინა საჯარო ინფორმაცია, თუ რა თანხა დაიხარჯა მივლინებებში 2014 წელს. გიორგი წულაიამ ჟურნალისტებს დღეს მიაწოდა ინფორმაცია, რომ მივლინებებში მიმდინარე წელს მერიამ 155 000 ლარი დახარჯა, რაც არ შეესაბამება რეალობას და ასახავს 2014 წლის მონაცემებს. რეალურად, ქალაქის მერიამ მიმდინარე წელს მივლინებებში სულ 35 801 ლარი დახარჯა,"-აცხადებენ მერიაში.

შეგახსენებთ, გოგი წულაიამ დღეს ქალაქის მერს ვარსკვლავი გაუხსნა.

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
13:28 / 23.01.2020
"გაბედეს" აქტივისტი გაგი ახალაძე მესხიშვილის თეატრის წინ ბუჩქების მორთვისთვის საქალაქო
წყალტუბოს მეორე საჯარო სკოლის დირექტორი გიორგი ბენიძე სკოლაში
გათბობის სისტემის
16:49 / 22.01.2020
წყალტუბოს მეორე საჯარო სკოლის დირექტორი გიორგი ბენიძე სკოლაში გათბობის სისტემის
წყალტუბოს მეორე საჯარო სკოლის დირექტორი გიორგი ბენიძე სკოლაში
გათბობის სისტემის
16:49 / 22.01.2020
წყალტუბოს მეორე საჯარო სკოლის დირექტორი გიორგი ბენიძე სკოლაში გათბობის სისტემის
ამინდი
თბილისი -2 - 7 °C
img
ქუთაისი 1 - 4 °C
img
ბათუმი 3 - 8 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში მულტიფუნქციური სკამები დაიდგმება
ქუთაისში მულტიფუნქციური სკამები დაიდგმება. პირველ ეტაპზე ქალაქში
18:02 / 25.12.2019
ქუთაისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 20 იანვარს განახლდება 
ქუთაისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესის განახლება 20 იანვარს იგეგმება.
15:08 / 15.01.2020
ორწლიანი სასამართლო დავის შემდეგ მოქალაქემ ქუთაისის მერიას პროცესი მოუგო
ორწლიანი სასამართლო დავის შემდეგ მოქალაქემ ქუთაისის მერიას პროცესი მოუგო. ქუთაისის
16:26 / 21.01.2020
,,დათვის ტბა" , ,,ბოგა" - ხონში ტურისტებისთვის დამატებითი სანახაობების შეთავაზებაზე მუშაობენ
ხონში ტურისტებისათვის ახალი ადგილების შეთავაზებაზე მუშაობენ. ხონის მუნიციპალიტეტის მერი,
18:18 / 10.01.2020